სამსახური სახლიდან გაუსვლელად, თავისუფალი სამუშაო გრაფიკი და ყოველთვიური დამატებითი შემოსავალი – ეს დასაქმების უნიკალური შესაძლებლობაა. ლიბერთი ბანკი ახალი სტრატეგიის ფარგლებში მოსახლეობას, ლიბერთის პარტნიორად გახდომის შესაძლებლობას აძლევს.
წელიწადზე მეტია, პროექტი „გახდი ლიბერთი პარტნიორი“ წარმატებით ხორციელდება. რას სთავაზობს პროექტი დასაქმების მსურველებს და რა არის საჭირო პარტნიორად გახდომისთვის, დეტალებზე პროექტის „გახდი ლიბერთი პარტნიორი“ ხელმძღვანელი, ნანუკა გეგენავა საუბრობს.
ვის შეუძლია გახდეს ლიბერთი პარტნიორი?
„პარტნიორობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი ასაკისა თუ ა,თუ სქესისა, თუ რელიგიისა. არ აქვს მნიშვნელობა დასაქმებულია, თუ მოცემულ მომენტში უმუშევარია. რაც ყველაზე მთავარია, არ გავქვს შეზღუდული ასაკობრივი კატეგორია, პროექტში ჩართვა შეუძლია როგორც სტუდენტს, ასევე პენსიონერს.“
როგორ გავხდეთ ლიბერთი პარტნიორი?
„ამისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ შესაბამის გვერდზე – www.libertypartners.ge. პროცედურა მარტივია და ამისთვის რამდენიმე წუთიც საკმარისია. რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ რამდენიმე ველის შევსება. თუ უკვე ხართ ლიბერთი ბანკის მომხმარებელი და სარგებლობთ ლიბერთი ბანკის ინტერნეტ ბანკით, რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ამავე მომხმარებლის სახელით და პაროლით. რეგისტრაციის შემდგომ ძირითად გვერდზე იშლება იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც შეთავაზებას შეძლებთ ნებისმიერი ადამიანისთვის.
როგორ გრძელდება ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობა პარტნიორად რეგისტრაციის შემდეგ?
„დარეგისტრირების შემდეგ დაგიკავშირდებათ ბანკის თანამშრომელი გაყიდვების დეპარტამენტიდან, რომელიც კურატორის ფუნქციას შეითავსებს და დეტალურად აგიხსნით მუშაობის სპეციფიკას და გაგიზიარებთ ტექნიკურ ინსტრუქციებს. გექნებათ თქვენი გვერდი სადაც შეძლებთ თვალი ადევნოთ თქვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს, პროდუქტის წარმატებით გაყიდვას და ასაღები ბონუსის რაოდენობას. ყველა რეგიონში გვყავს ჩვენი კურატორი, რომელიც სისტემატიურ კავშირზეა თითოეულ პარტნიორთან და ეხმარება საჭიროების შემთხვევაში.“
აქვე მნიშვნელოვანია, www.libertypartnersinfo.ge სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს პროგრამის მუშაობის სისტემას, ნახოს იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის შეთავაზებაც არის ხელმისაწვდომი, გაეცნოს ბონუს-შემოსავლის ტარიფებს და მოუსმინოს პროდუქტის შესახებ ჩაწერილ ვიდეო მასალას, რათა მარტივად აღიქვას პროდუქტის შინაარსი.
„გახდი ლიბერთი პარტნიორი“- რა განასხვავებს პროექტს დასაქმების სხვა შესაძლებლობებისგან?
„პროგრამაში ჩართული პარტნიორები ბანკს ეხმარებიან პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაში, თავად კი იღებენ დამატებით შემოსავალს, გამოიმუშავებენ ახალ უნარ-ჩვევებს და ეძლევათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. რატომ დამატებითი შესაძლებლობა?! იმიტომ რომ ამ პროგრამაში ჩართულ პარტნიორებს არ აქვთ განსაზღვრული გრაფიკი და კონკრეტული დავალებები. მათი ერთადერთი მოვალეობაა, პოტენციური კლიენტის გადამისამართება ბანკში, რაც ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი.“
და კიდევ ერთხელ, რატომ არის პროექტი უნიკალური და რატომ უნდა დარეგისტრირდნენ?
• მარტივი შემოსავლის წყარო;
• არანაირი წინასწარი გეგმები;
• პარტნიორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ასაკის და პროფესიის ადამიანი, დაწყებული დიასახლისიდან, დამთავრებული ნებისმიერი კომპანიის თანამშრომლამდე;
• ყველა სამსახურთან თავსებადობა;
• პროდუქტის გაყიდვა შესაძლებელია თქვენივე სანაცნობო წრეში;
• შეთავაზება ხდება კონკურენტუნარიანი პროდუქტების;
• კმაყოფილი ნაცნობი
• ბანკში მუშაობის დაწყების უამრავი პერსპექტივა; (კარგი შედეგების და გაყიდვების შემთხვევაში);
• სანაცნობო წრის გაფართოეება;
• ფინანსური ინსტიტუტების და მათი პროდუქტების უკეთ გაცნობა;
• საბანკო სფეროს უკეთ გაცნობა და ცოდნის გაღრმავება;
• კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
მთელი საქართველოს მასშტაბით პროექტში უკვე გაწევრიანებულია 1200 – ზე მეტი პარტნიორი. პარტნიორების შესაძლებლობა ყოველ დღე კიდევ უფრო მეტ ადამიანს ეძლევა.
„ლიბერთი“ საქართველოში ყველაზე ფართო საბანკო ქსელია, რომელიც უკვე არაერთი წელია უფროსი თაობის მომხმარებლებს ღირსეულ სერვისს სთავაზობს, „ახალი ლიბერთი, ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგია კი, ბანკს ყველა ასაკობრივ სეგმენტზე მორგებულ პლატფორმად გარდაქმნის.