ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მესამე მოდაგილემ, ზურაბ ხაჩიძემ აგვისტოში შევსებული დეკლარაციაში არ მიუთითა თავისი მეუღლის 2 კომპანია, სადაც ნატალია ჟორდანია 50% და – 25 %-იანი წილის მფლობელია” – ინფორმაციას საჯარო მოხელეების დეკლარაციებთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, გუბერნატორის მოადგილის მეუღლე შპს “ივენთ კომპანი ნან”-ში წილების 50 %-ს ფლობს, ხოლო შპს “ტრანსლატანტიკი და პარტნიეორები”-ში – 25 %-ს.
რატომ არ ასახა აღნიშნული კომპანიების დეკლარაციაში ზურაბ ხაჩიძემ? კითხვით ჩვენ მას დავუკავშირდით. ის გვეუბნება, რომ კვლევაში ნახსენები კომპანიები ნატალია ჟორდანიასაც კი არ ახსოვდა.
კვლევის ავტორი, არჩილ თოდუა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მათ შესაძლებლობა არ აქვთ გადაამოწმონ კომპანია არის თუ არა აქტიური, რადგან ეს არის საგადასახადო საიდუმლოება. მისივე თქმით, აღნიშნულ ინფორმაციას საჯარო სამსახურის ბიუროს გადაუგზავნიან შემდგომი რეაგირებისთვის.
მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მესამე მოადგილის პოზიციას 2019 წლის 12 ივნისიდან იკავებს.