ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში მლაშეში და ფხეროში მინი საფეხბურთო მოედნის მოწყობა იგეგმება. მლაშეს მოედნისთვის მერია 114 ათას ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავს, ხოლო ფხეროსთვის 118 ათას ლარამდე – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ, რომელიც მოედნის მოწყობის ვალდებულებას აიღებს, ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით ორ თვე ნახევარში უნდა მოაწყოს სპორტული და დასასვენებელი მოედანი და აღჭურვოს შესაბამისი ინვენტარით.
ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძე გვეუბნება, რომ სამუშაოებისთვს თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მისივე თქმით, სპორტული მოედნების რეაბილიტაციის გადაწყვეტილება, მოსახლეობასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.
ფოტო: droa.ge