ავტორი: მირანდა ფუტკარაია
დღეს,თანამედროვე ქართველი კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი 83 წლის გახდებოდა. ის 2021 წლის 3 აპრილს გარდაიცვალა. გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს თბილისში დაიბადა.
1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად ვაჟთა პირველ სკოლაში მიაბარეს.
1962 წელს დაამთავრა თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტი.
1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირის წევრი გახდა.
1957 წელს ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც მალე პირობითი სასჯელით შეუცვალეს.
2016 წელს რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში გურამ დოჩანაშვილის საღამო გაიმართა. საღამოზე სახელწოდებით ‘”საუბრები გურამ დოჩანაშვილთან” კლასიკოსმა მწერალმა საკუთარ შემოქმედებასა და ცხოვრებაზე თავად ისაუბრა.
როგორც ცნობილია, მისის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს. 1966 წლის 7 აპრილს გამოიცა მწერლის პირველი წიგნი „მთის გადაღმა“.
გურამ დოჩანაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია: „სამოსელი პირველი“, „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“ და სხვა.
გურამ დოჩანაშვილს ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“; ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისთვის „ბრმადყოფილზე“.
2020 წელს დოჩანაშვილს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.