ავტორები: ქარცივაძე სოფიკო, საიდა მამედოვა
Წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი კოხტის საჯარო სკოლა ავტორიზაციის მოლოდინშია. Შენობა სრულიად ადაპტირებულია და 90 მოსწავლეზეა გათვლილი. Სკოლაში 9 საკლასო ოთახი და ერთი ლაბორატორიაა. მოეწყო სკოლის ეზო, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. სკოლა ამჟამად 80-ამდე მოსწავლეს ელოდება.
სკოლის დირექტორი, ნადიმ ხოზრევანიძე გვეუბნება, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ სოფელ კოხტაში სკოლა არ არსებობდა. “დღესდღეობით მხოლოდ დაწყებითი კლასებია, რომლებიც ქ.წალკის ნომერ 1 საჯარო სკოლას ექვემდებარება და განთავსებულია კერძო სახლში”.
Ნადიმ ხოზრევანიძის თქმით, სკოლა სოფლების -კოხტისა და ჩრდილისუბნის მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე აშენდა.
Სოფელ კოხტის Სკოლა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა. პროექტის ღირებულება 1 782 350 ლარს შეადგენს.