ავტორი: მირანდა ფუტკარაია
სოფელ გუმბათის სკოლაში წყლის შეყვანა მოსახლეობის ჩართულობით მოხერხდა – ამ მაგალითით განუმარტა წალკის, სოფელ გუმბათის სკოლის მასწავლებელმა ირა ძირკვაძემ ხანდოელებს სამოქალაქო აქტივიზმის როლი. ის ადგილობირვებს პროექტის “საუბრები წყაროსთან “ ფარგლებში შეხვდა.
ხუთწლიანი სამასწავლებლო პრაქტიკის მქონე ირა ძირკვაძე სოციალური საწარმო “გუმბათის” თანადამფუძნებელია. Ორგანიზაციის პროექტების ფარგლებშიც თემში არსებული საკითხების მოგვარებას მოქალაქთა ჩართულობით უკვე წლებია ახერხებს. მოქალაქეთა აქტიურობა და მისი მნიშვნელობა იყოს წალკის სოფელ ხანდოში მცხოვრებლებთან შეხვედრის მთავარი სასაუბრო საკითხი.
ხანდოში საძოვრების, მიწის რეგისტრაციის, წყლის და კიდევ არაერთი პრობლემაა. ადგილობირვებმა შეხვედრაზე სწორედ მათ მოგვარებაზე ისაუბრეს და შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ კიდევ უფრო მეტად დარწმუნდნენ იმაში, რომ გარემოს შეცვლისთვის მოქალაქეთა აქტიურობა და ჩართულობა მნიშვნელოვანია.
TOK TV-ს პროექტი «საუბრები წყაროსთან» «ღია საზოგადოების ფონდის» დაფინანსებით ხორციელდება. მის ფარგლებში კიდევ 6 შეხვედრა ჩატარდება, ახალი თემით და ახალი ლოკაციით.