არასრწულწლოვანის მიმართ სექსუალური კავშირის იძულება და ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარა – რა მოხდა ახალქალაქში

February 14, 2023

არასრწულწლოვანის მიმართ სექსუალური კავშირის იძულება და ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარა – ახალქალაქში აღნიშნული ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Jnews ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ჩიტაშვილის თქმით, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, იგი დანაშაულს აღიარებს.

საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ–ის 139-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ პუნქტით მიმდინარეობს(რაც სექსუალური კავშირის იძულებას გულისხმობს) და სსკ–ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (რაც გამოძალვას გულისხმობს) დანაშაული 9–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენ შსს-სთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ საქმე უკვე სასამართლოშია გადაგზავნილი და დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.