Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

70 ათას ლარამდე თანხა წალკის 6 საბავშვო ბაღის ეზოების მოწყობისთვის

August 19, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

წალკის მუნიციპალიტეტში 6 საბავშვო ბაღის ეზოების კეთილმოწყობა იგეგმება, რისთვისაც მერიამ 70 ათასამდე ლარი გამოყო. საუბარია სოფელ ავრალონის, ბარეთის, კიზილკილისას, კოხტას, სამების და საყდრიონის ბაღების ეზოებში  საბავშვო ატრაქციონების მოწყობაზე, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

Დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 2022 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა შეასრულოს.

წინადადებების მიღება 28 აგვისტოდან 02 სექტემბრამდე იწარმოებს. 

მერიის ინფორმაციით, წალკაში დღეისათვის სულ 7 საბავშვო ბაღია, წელს ერთის დამატება იგეგმება.

ჩვენი რედაქცია საბავშვო ბაღების თემაზე ვრცელ სიუჟეტს ამზადებს. ადევნეთ თვალი ჩვენს ვებ და ფეისბუქ გვერდებს.