ავტორი: მირანდა ფუტკარაია
Წალკის მერიამ მუნიციპალიტეტში 2023-2024 წლების განმავლობაში განსახორციელებელ 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებაზე ტენდერი 700 000 ლარზე გამოაცხადა. Მომსახურება ასევე გულისხმობს 2023 – 2024 წლებში დაწყებული და მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურებას, სამუშაოების დასრულებამდე.
Ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა შპს “ოპტიმალ გრუპ + -მა” მიიღო. Მან მერიას სამუშაოებისთვის 700 ათას ლარამდე შესთავაზა და გაიმარჯვა კიდეც.
Კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 თებერვალს უკვე გაფორმდა, თუმცა მერიაში გაკეთებული განმარტების მიხედვით, ის ვალდებულებას ამ ეტაპზე, უამინდობის გამო, ჯერ ვერ ასრულებს.
Წალკის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ამირან საყვარელიძე გვეუბნება, რომ თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.Საზედამხედვლო სამსახური კი, Ამ ეტაზპე, თოვლის და უამინოდბის გამო ჯერ ვერ ხორციელდება.
ამავეს ადასტურებს გამარჯვებული კომპანიის კომერციული დირექტორი, დიმიტრი მხეიძე. ასევე, ამბობს, რომ წალკის მუნიციპალიტეტში მსგავს მომსახურებას წინა წლებშიც ეწეოდა.
Ხელშეკრულება ძალაშია 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით.