“ეს არის მთავრობის მცდელობა, რომ გააკონტროლოს კრიტიკული მედია,” – “დასავლეთის აგენტების” კანონპროექტის შეფასება

February 24, 2023

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

“ეს არის მთავრობის მცდელობა, რომ გააკონტროლოს კრიტიკული მედია,” – ასე აფასებს “დასავლეთის აგენტების” შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს, გამომძიებელი ჟურნალისტების გლობალური ქსელის დირექტორთა საბჭოს წევრი, ოლეგ ხომენკი.

ინიციატივის ავტორები ირწმუნებიან, რომ კანონპროექტი აშშ-ს პროექტის “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ანალოგია, უმცა სპეციალისტები თვლიან, რომ ეს არა აშშ-ს არამედ, რუსეთში მიღებული კანონპროექტის ანალოგია.

რა განასხვავებს აშშ-სა და რუსეთის მთავრობის მიერ მიღებულ კანონპროექტს ერთმანეთისგან? – საკითხზე ბიზნესის განვითარებისა და ტრენინგ ცენტრის პროექტის მენეჯერი, ვაშინგტონში ინნა დუბინსკი გვესაუბრება.

ეს არის საკუთრივ ნინა დუბინსკის შეფასება და არ გამოხატავს აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ, «ახალმა — ხალხის ძალამ», რომელიც ოცნებიდან წასული დეპუტატებით არის დაკომპლექტებული, «დასავლეთის აგენტების» შესახებ კანონი პარლამენტში შეიტანა და დაარეგისტრირა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო ფრაქცია «ქართული ოცნების» თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კანონპროექტს ფრაქცია მხარს დაუჭერს.