აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორმა ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სახელმწიფო უწყებების მიერ ცხრა თვეში გაცემული პრემია-დანამატების ჯამური თანხა, რომლის მიხედვითაც სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატს (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას) პრემია-დანამატები არ გაუცია.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ადასტურებს აუდიტის დასკვნას და აღნიშნავს, რომ საახალწლო დანამატებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„მთელი წლის განმავლობაში დანამატი არ აგვიღია, მაგრამ ახლა მიდის საახალწლო დანამატებზე მოლაპარაკებები, შესაძლოა ეგრედწოდებული მეცამეტე ხელფასი სრულად ან 50% დაგვერიცხოს.“
9 თვის განმავლობაში დახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული დანამატების ჯამური თანხა შეადგენს 167,8 მილიონ ლარს, აქედან ყველაზე მეტი 27,3 ათასი ლარი ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატმა გასცა პრემია-დანამატების სახით.
სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული პრემია-დანამატები ასე გამოიყურება:
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია (ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტები და ქუთაისის მუნიციპალიტეტი) – 15,3 ათასი ლარი. პრემიებზე 14, 4 ათასი ლარი, დანამატებზე კი 950 ლარი გაიცა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები და ფოთის მუნიციპალიტეტი) – 17,9 ათასი ლარი. დანამატებზე 2,4 ათასი ლარი, პრემიებზე 15,5 ათასი ლარი გაიცა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ( გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) – 675 ლარის დანამატი ხოლო პრემია არ გაცემულა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ( ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის და რუსთავის მუნიციპალიტეტები) – 35,5 ათას ლარზე მეტი გასცეს. პრემია 8, 2 ათას ლარზე მეტი, ხოლო დანამატები 27,3 ათასი ლარი.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) – დანამატმა 1,2 ათასი ლარი შეადგინა.
სახელმწიფოს რწმუნებულის ადმინისტრაცია (ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მინუციპალიტეტები) – 1,2 ათასი ლარი სრულად დანამატებზე გადანაწილდა, ხოლო პრემია არ გაცემულა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია (ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები) – დანამატებზე 2,2 ათას ლარზე მეტი გაიცა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ( დუშეთის, თიანეთს, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) – დანამატმა 3 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
წყარო: DROA.GE