ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ადიგენში, ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებული ადიგენის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექთანია.
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძეს თქმით, მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს და კონტაქტების მოძიება.
“დღეს დაუდასტურდა კიდევ ერთ პირს ვირუსი ადიგენში. სასწრაფოს ექიმია. ამ დროისთვის უცნობია ინფიცირების წყარო. მიმდინარეობს მოკვლევა და კონტაქტების მოძებნა,” – გვითხრა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ინფიცირებული აჭარის ქორწილის ჯგუფიდან არ არის.
დეტალური ინფორმაციისთვის ჩვენ ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რუიზან ქიმაძესთან ვცდილობთ დაკავშირებას, თუმცა იგი არ გვპასუხობს და ტელეფონს თიშავს.
ოფიციალური მონაცემებით, ვირუსი მუნიციპალიტეტში პირველად 21 სექტემბერს ორ პირს დაუდასტურდა.