Rakuten Viber, მომხმარებლებისთვის პერსონალური AI-ის უზრუნველსაყოფად, Inflection-თან თანამშრომლობს

March 26, 2024

®️

მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მომხმარებლისთვის, ორმა კომპანიამ შექმნა Pi -კეთილი და მეგობრული ხელოვნური ინტელექტი

Rakuten Viber, წამყვანი გლობალური პლატფორმა პირადი და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში, AI სტუდია Inflection-თან თანამშრომლობს. ამ კოლაბორაციის საფუძველია იდეა, რომ “საუბარი, ტექნოლოგიიის გამოყენების ახალი გზაა”.

Inflection, Viber-ის მილიონობით მომხმარებელს, უახლესი სასაუბრო ხელოვნური ინტელექტის გამოცდილებით უზრუნველყოფს. Viber-ის მომხმარებლებს ექნებათ პირდაპირი წვდომა Pi-ზე, რომელიც უახლესი სასაუბრო შესაძლებლობების მეშვეობით, გააუმჯობესებს მათ გამოცდილებას.

აღსანიშნავია, რომ სახელწოდება Pi, პერსონალურ ინტელექტს ნიშნავს. შესაბამისად, მომხმარებლებთან საუბარში, ის განსაკუთრებით თანამგრძნობი და მეგობრული ხასიათით გამოირჩევა. სისტემა გაძლიერებულია Inflection-ის Inflection-2.5 ენის მოდელით, რომელიც კონკურენტუნარიანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Pi აერთიანებს მსოფლიოს საუკეთესო EQ-ს ჭკვიან IQ-სთან, რათა დაეხმაროს მომხმარებლებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღებაში. მომხმარებლებს შეუძლიათ ჰკითხონ რჩევა, მიიღონ უახლესი ინფორმაცია ან უბრალოდ ისაუბრონ. Pi დაეხმარება მომხმარებლებს აზრების ორგანიზებაში, მკაფიო გეგმების შედგენასა და მათ მიხედვით მოქმედებაში – მიუხედავად იმისა, გეგმავენ სამუშაოს შეცვლას, ცდილობენ ცხოვრების წესის გაუმჯობესებას, სწავლობენ ახალ უნარებს, სურთ ახალი ამბების გაგება თუ უბრალოდ საუბრის განწყობაზე არიან. Viber-ის მომხმარებლებისთვის, Pi ხელმისაწვდომია დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ასე რომ, მათ ყოველთვის თან ეყოლებათ მეგობარი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ.

ასევე, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ახალ პერსონალურ AI-სთან ერთად, Pi-ით შთაგონებული სტიკერები ხელმისაწვდომი იქნება პლატფორმის ყველა მომხმარებლისთვის. სტიკერების გამოიყენება შესაძლებელია როგორც მეგობრებთან პირად ჩატებში, ასევე Pi-სთან საუბარში. სტიკერების საშუალებით, მომხმარებლებს შეუძლიათ პოზიტიური განწყობის შექმნა ჩატებში და ისეთი მეგობრული ემოციების გაგზავნა როგორებიცაა – „მე შემიძლია დაგეხმარო”, „მოდი, ვისაუბროთ”, „გამარჯობა მეგობარო” და, რაღა თქმა უნდა, „მე შენ მიყვარხარ”.

მომხმარებლებისთვის მრავალმხრივი სერვისებისა და ფუნქციების შეთავაზებით, Rakuten Viber სუპერ აპლიკაციების ლიგას შეუერთდა. იქნება ეს მყისიერი აპს-შიდა გადახდები და შეკვეთის სერვისი თუ გასართობი არხები –  სტიკერების, გიფებისა და ჩატბოტების უსასრულო კოლექციით. ეს ყველაფერი აუმჯობესებს მომხმარებელთა საუბრის გამოცდილებას და ეხმარება ბიზნესებს გაძლიერებაში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პლატფორმაზე AI შესაძლებლობების გაფართოება იყო Viber-ის ევოლუციისა და ზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ახლა Inflection-თან ერთად, რომლის მიღმაც დგას 1,5 მილიარდი $ ინვესტიციები ისეთი მსხვილი ინვესტორებისგან, როგორებიც არიან Microsoft, Nvidia, ბილ გეიტსი და ერიკ შმიდტი, მესიჯების აპლიკაცია გაბედავს წარმოადგინოს მომავალი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის ძალა, თანაც შეუფერხებლად და ეფექტურად.

„Rakuten Viber ყოველთვის ცდილობდა, რომ მთელს მსოფლიოში, ყველა მომხმარებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი ყოფილიყო მძლავრი და ამავე დროს მარტივი საკომუნიკაციო შესაძლებლობები. ჩვენს პლატფორმაზე Pi-ის დამატებით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ ამ მოგზაურობაში – მილიონობით მომხმარებელს, ცხოვრებაში პირველად შევთავაზოთ მძლავრი და სასაუბროდ შექმნილი AI ასისტენტი“ – ატანას რაიკოვი, Global Marketing & Growth-ის VP, Rakuten Viber.