TOK TV-ს მულტიმედია ჟურნალისტი წალკის ბიუროდან ლერი კოჩალძე მედიატურის გამარჯვებული გახდა. მან ჟურნალისტებისათვის გამოცხადებულ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ კონკურსში პირველი ადგილი საუკეთესო აუდიო-ვიზუალური მასალის მომზადებისათვის მოიპოვა.
მედიატური CENN-ის ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან პარტნიორობით გურიაში შედგა.
3-დღიან ტურის ფარგლებში 10-ზე მეტმა ჟურნალისტმა მიიღო ინფორმაცია გურიაში კლიმატის ცვლილების, ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობის და კლიმატის ცვლილების შერბილებაში სამოქალაქო აქტივიზმის როლის შესახებ.