®
მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დარეკვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ
გადასახადებისთვის ხართ განწირული. Viber Out უკვე არსებობს, რათა
მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი საერთაშორისო ზარები
უზრუნველყოს. 2022 წელს, საქართველოში, 34%-ით გაიზარდა ამ ფუნქციის მოხმარება.
Rakuten Viber, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საკომუნიკაციო აპლიკაცია,
რომელიც მუდმივად აუმჯობესებს ძირითად ფუნქციონალებს და ყოველთვის
ცდილობს მომხმარებლებისთვის ახალი მნიშვნელოვანი სერვისები და
მიმზიდველი შეთავაზებები მიაწოდოს. Viber-ის ისტორია, ზარების აპლიკაციით
იწყება, თუმცა ახლა, ის სუპერ აპლიკაციაა და მოიცავს შეტყობინებების და
ფუნქციების ფართო სპექტრს, რომელიც ყველა სიტუაციაში აკმაყოფილებს
მომხმარებელთა სხვადასხვა საჭიროებებს. სახალისო AR ლინზები და
ექსპრესიული სტიკერები, კომუნალური ბოტები და გადახდის სერვისები
შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი სამომხმარებლო გამოცდილება
გაუმჯობესდეს და შესაბამისად, თქვენი ყოველდღიურობა კიდევ უფრო
კომფორტული გახდეს.
Viber შესანიშნავ გადაწყვეტილებას სთავაზობს მათ, ვისაც უყვართ
მოგზაურობა, სხვადასხვა ბაზარზე მართავენ ბიზნესს, უბრალოდ საზღვარგარეთ ცხოვრობენ ან საყვარელი ადამიანები ჰყავთ ქვეყნის საზღვრებს
მიღმა. Viber Out არის ფუნქცია, რომელიც დაგეხმარებათ განახორციელოთ
რეგულარული ზარები. ის შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ
საშუალება განახორციელონ ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო შიდა
და საერთაშორისო ზარები, მაშინაც კი, თუკი ადრესატს არ აქვს Viber აპლიკაცია.
ზარი ხორციელდება მხოლოდ Viber-ის აპლიკაციიდან, მაგრამ მიიღება როგორც
ჩვეულებრივი სატელეფონო ზარი. ამისათვის საჭიროა მხოლოდ შეავსოთ
თქვენი ბალანსი ან შეიძინოთ სააბონენტო გეგმა, რომელიც გთავაზობთ
ზარების მრავალფეროვან ვარიანტს და უზრუნველყოთ სტაბილური ინტერნეტ
კავშირი.
2022 წელს, საქართველოში, Viber Calls Out ფუნქციის მოხმარება, 34%-ით
გაიზარდა. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ადამიანებს უყვართ
საზღვარგარეთ მყოფ საყვარელ ადამიანებთან ხშირი კომუნიკაცია და
შვებულების პერიოდში, ისინი სიამოვნებით მოგზაურობენ ეგზოტიკურ
ქვეყნებში. ქართველი მომხმარებლები, Viber Calls Out ფუნქციას, ყველაზე
ხშირად არდადეგებსა და დღესასწაულების დროს იყენებენ. ყველაზე ხშირად
კი, Viber-ის მსოფლიო სააბონენტო გეგმას ირჩევენ. ეს უკანასკნელი,
საშუალებას გაძლევთ მსოფლიოს 60 ქვეყანაში, ნებისმიერ სატელეფონო
ოპერატორთან, მხოლოდ 5,99 დოლარად განახორციელოთ ზარი. გასულ წელს,
საქართველოდან ყველაზე მეტი ზარი მიიღეს ეგვიპტეში, ამერიკის შეერთებულ
შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. ამავდროულად, საქართველოში ყველაზე მეტი
ზარი აშშ-დან და გერმანიიდან შემოვიდა.
Viber Out-თან ერთად ადვილია ხაზზე ყოფნა, თანაც ყოველთვიურ ბიუჯეტში
სერიოზული ცვლილებების გარეშე. ფუნქციონალთან დაკავშირებით, ყველა
დეტალური ინფორმაცია თქვენს Viber Out Credit ეკრანზე უკვე ხილვადია. (ასევე
ხელმისაწვდომია აქ: viber: viber://more/viberoutCreditTab). Viber Out-ის
საშუალებით შეამცირებთ დისტანციას თქვენს საყვარელ ადამიანებთან და
საიმედო, ხელმისაწვდომი საერთაშორისო ზარების მომსახურებით
ისარგებლებთ.
Rakuten Viber-ის შესახებ
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან
ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე,
როგორიცაა ჩატი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები,
დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber
მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს
უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებების და
ზარების აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.