В декабре 2021 года на своем канале YouTube Сергей Гула сообщил, что в Украине якобы принят новый закон, согласно которому население будет штрафоваться за добычу грибов, ягод и других природных ресурсов в лесу.
Информация была манипулятивно распространена в СМИ и социальных сетях после того, как Кабинет министров Украины в конце декабря 2021 года увеличил штрафы за незаконный ущерб природным заповедникам.
На самом деле украинское правительство не утвердило новое законодательство об использовании природных ресурсов. В Украине с 1992 года действуют наказания за незаконную вырубку леса, охоту и рыболовство в национальных заповедниках. А в конце декабря 2021 года Кабинет министров Украины просто увеличил штрафы за незаконный ущерб природным заповедникам. В Министерстве охраны окружающей среды пояснили, что необходимость увеличения штрафов существует уже давно. По данным агентства, браконьеры, которые платили мизерные штрафы за охоту на охраняемой территории, затем получали гораздо большую прибыль, например, от продажи незаконно выловленной рыбы или срубленной древесины.
В мае 2021 года в Грузии была распространена дезинформация о добыче и реализации природных ресурсов. Согласно дезинформации, новое правило, утвержденное правительством, запрещало гражданам продавать фрукты, собранные в лесу. Распространение вводящей в заблуждение и манипулирующей информации привело к принятию правительством Грузии новых правил лесопользования.
Фактически, согласно новым правилам лесопользования, недревесные лесные продукты, такие как спаржа, ежевика, малина и другие, по-прежнему разрешены к использованию населением. Согласно Министерству охраны окружающей среды и сельского хозяйства Грузии, если человек хочет продать ресурс, то он должен подать соответствующее заявление и соответствующие документы в орган управления лесным хозяйством, после чего он получит право на получение определенного ресурса на указанной территории сроком на один год.
მანიპულაცია: უკრაინაში მოსახლეობა ტყეში ბუნებრივი რესურსების შეგროვების გამო დაჯარიმდება
2021 წლის დეკემბერში თავის იუთუბარხზე სერგეი გულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინაში მიიღეს ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა ტყეში სოკოს, კენკრის და სხვა ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის დაჯარიმდება.
ინფორმაცია მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელში მანიპულაციურად მას შემდეგ გავრცელდა, რაც 2021 წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ბუნებრივი რეზერვების უკანონო დაზიანებისთვის ჯარიმები გაზარდა.
სინამდვილეში, უკრაინის მთავრობას ბუნებრივი რესურსების სარგებლობის შესახებ ახალი კანონმდებლობა არ დაუმტკიცებია. უკრაინაში 1992 წლიდან მოქმედებს ჯარიმები ეროვნულ ნაკრძალებში ხე-ტყის უკანონო ჭრისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის. 2021 წლის დეკემბრის ბოლოს კი უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ბუნებრივი რეზერვების უკანონო დაზიანებისთვის უბრალოდ ჯარიმები გაზარდა. გარემოს დაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ჯარიმების გაზრდის აუცილებლობა დიდი ხანია არსებობდა. უწყების თქმით, ბრაკონიერები, რომლებიც დაცულ ტერიტორიაზე ნადირობისთვის მიზერულ ჯარიმას იხდიდნენ, შემდეგ გაცილებით დიდ მოგებას ნახულობდნენ, მაგალითად, უკანონოდ დაჭერილი თევზის ან მოჭრილი ხის გაყიდვიდან.
ბუნებრივი რესურსების მოპოვებასა და შემდეგ რეალიზებაზე დეზინფორმაცია 2021 წლის მაისში ვრცელდებოდა საქართველოშიც. დეზინფორმაციის მიხედვით მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი წესი გლეხებს ტყეში შეგროვებული ნაყოფის გაყიდვას უკრძალავდა. დეზინფორმაციული და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელება საქართველოს მთავრობის მიერ ტყითსარგებლობის ახალი წესის მიღებას მოჰყვა.
რეალურად კი ტყითსარგებლობის ახალი წესით მოსახლეობისთვის არამერქნული ტყის პროდუქტებით, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ჟოლო და სხვა, სარგებლობა კვლავ დაშვებულია. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ პირს რესურსის რეალიზება მოუნდება მაშინ ამისთვის, შესაბამისი განცხადება და სათანადო დოკუმენტაცია ტყის მართვის ორგანოში უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც, განსაზღვრულ ტერიტორიაზე კონკრეტული რესურსის მოპოვების უფლებას ერთი წლის ვადით მიიღებს.
Авторы: Немсадзе Наталья, Асанидзе Мариана