გამოყენებული იყო პროპორციული ძალა – შსს მელიას დაკავებაზე

February 23, 2021

ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, სამართალდამცავებმა სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

განცხადებაში შსს არ აკონკრეტებს ნიკა მელიას გარდა კიდევ რამდენი პირი დააკავა სპეცოპერაციისას. 

შსს-მ ენმ-ის ოფისში შესვლისას სავარაუდოდ, ცრემლსადენი საშუალება ე.წ წიწაკის სპრეი გამოიყენა. 

სპეცრაზმი ენმ-ის ცენტრალურ ოფისში რამდენიმე ლოკაციიდან, მათ შორის, სახურავიდან შევიდა. სპეცოპერაციის დროს შენობაში ნიკა მელიასთან ერთად ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები და ოპოცციური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. 

ავტორი: ნატალი ნემსაძე