“მელიას დაკავება ზიანს მოუტანს სახელმწიფოს დემოკრატიას” – ვაჟა ჩიტაშვილი, ახალციხე

February 23, 2021

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს. სპეცდანიშნულების რაზმმა იგი პარტიის ოფისიდან აიყვანა.

რა პოზიცია აქვს მომხდართან დაკავშირებით პარტიის ყოფილ დეპუტატობის კანდიდატს, ვაჟა ჩიტაშვილს? კითხვით ჩვენ მას დავუკავშირდით, იგი ამბობს, რომ მელიას მიმართ ჩადენილი ყველა ქმედება უკანონოა, განსაკუთრებით კი მისი ძალისმიერი დაკავება.

“უკანონოა მისი ძალისმიერი დაკავება, არსებობდა სამართლებრივი მეთოდები გასაჩივრებულია მისი დაკავება და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მომხდარიყო მისი დაკავება. რა თქმა უნდა ეს ფაქტი ზიანს მოუტანს სახელმწიფოს დემოკრატიას. შტურმი, სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება და ადამიანებთან დაპირისპირება და გაზის გამოყენება უკანონოა,” – გვითხრა ჩიტაშვილმა.

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889