რუსეთი უკრაინაში შეიჭრა – 24 თებერვალს გამთენიისას, საქართველოს დროით 07:00 საათზე რუსეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო განცხადებაში თქვა, რომ მიიღო უკრაინაში სამხედრო ოპერაციის გადაწყვეტილება. თავდასხმების შედეგად, ოფიციალური უკრაინის ცნობით გარდაიცავალა 40 უკრაინელი სამხედრო. თავდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინამ გაანადგურა 4 რუსული ტანკი.
პარალელურად იენს სტოლტენბერგმა, ნატოს გენ მდივანმა ნატოს თავდაცვითი გეგმის ამოქმედებაზე ისაუბრა და ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში გაზრდილ სამხედრო წარმომადგენლობას გაუსვა ხაზი.
უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს რამდენიმე ქალაქში სოლიდარობის აქცია გაიმართა , მათ შრის ახალციხეშიც. შეკრებილმა მოსახლეობამ დაგმო რუსეთის ქმედებები და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
დღესვე, ახალციხელები ინიციატივით გამოვიდნენ, საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ სამცხე-ჯავახეთში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს.