NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული საზოგადოების უმეტესი ნაწილი ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას მიესალმება. კვლევის მიხედით, ევროკავშირში გაწევრიანება გამოკითხულთა 83 %-ს სურს, წინააღმდეგია – 8 %, ნატოში გაწევრიანების მომხრე 77 %-ია, ხოლო წინააღმდეგი – 11 % .
აღნიშნული კვლევა NDI-მ 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა.
იგივე შინაარსის კითხვებზე დადებითი პასუხი ივლისის თვესთან შედარებით მომატებულია. მაშინ მოსახლეობის 76 %-ს უნდოდა ევროკავშირში გაწევრიანება, ხოლო ნატოში 74 %-ს.
NDI-მ სულ 2 099 პირი გამოკითხა. ცდომილების ზღვარი +/- 1.3 %-ია. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ.
ფოტო : netgazet