Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

იაპონიაში შქმერულის ნახევარფაბრიკატი 50 ათასამდე მაღაზიაში გაიყიდება

January 6, 2021

იაპონიაში შქმერულის ნახევარფაბრიკატი შეიქმნა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა წამყვან ქსელში (საერთო ჯამში 50 ათასამდე მაღაზია) გაიყიდება – ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. 

როგორც საელჩო წერს, ქართული კერძით, შქმერულით იაპონიის სწრაფი მომზადების კერძების უდიდესი მწარმოებელი, კომპანია NISSIN დაინტერესდა. ნახევარფაბრიკატზე საქართველოს დროშაა გამოსახული. 

“აღსანიშნავია, რომ მზადების პროცესში მწარმოებლები აქტიურად თანამშრომლობდნენ იაპონიაში საქართველოს საელჩოსთან. შედეგად, გადაწყდა, რომ პროდუქტის შეფუთვაზე მაქსიმალურად იქნება ხაზგასმული შქმერულის ქართული წარმოშობა და დატანილი იქნება ქართული დროშა.

ამავე დროს, Matsuya Foods-ის პოსტერზე, კერძის აღწერაში ხაზგასმული იქნება, რომ შქმერულის სამშობლო მდიდარი ბუნებით, ქვევრის ღვინითა და გემრიელი სამზარეულოთი არის ცნობილი.

კომპანია NISSIN-ის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ ამ პროდუქტის მეშვეობით შქმერული იაპონელთა ყოველდღიურ რაციონში დაიმკვიდრებს ადგილს, რაც უპრეცედენტოდ გაზრდის იაპონიაში საქართველოს ცნობადობას” – აცხადებს საელჩო.