რომის ქუჩებში საახალწლო ფეიერვერკის შემდეგ ასობით მკვდარი ჩიტი იპოვეს

January 6, 2021

საახალწლო ფეიერვერკის შემდეგ რომის ქუჩებში ასობით მკვდარი ჩიტი იპოვეს – ამის შესახებ ადგილობრივები იუწყებიან, ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ჩიტების დახოცვის მიზეზი, ოფიციალურად განსაზღვრული არ არის, თუმცა, საერთაშორისო ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია OIPA-ს ცნობით, მათი დახოცვა ფეიერვერკის განსაკუთრებით მაღალ ხმას უკავშირდება იმ უბანში, სადაც ჩიტების დიდი ნაწილი ბუდობს.

“შეიძლება ისინი შიშის გამო გულის შეტევით დაიხოცნენ” – თქვა ორგანიზაციის სპიკერმა.

გამოცემა წერს, რომ ფეიერვერკები ყოველწლიურად აზიანებს გარემოს, ასევე, როგორც გარეულ, ისე შინაურ ფრინველებსა და ცხოველებს. 

წყარო: აგროგარემოTV