საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI-ს) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 74% 2020 წლის არჩევნებში აუცილებლად აპირებს მონაწილეობის მიღებას. დიდი ალბათობით ხმას მისცემს 16%, არჩევნებზე წასვლას საერთოდ არ გეგმავს 5 %.
საპარლამენტო არჩევნები, რომ მომდევნო კვირას ტარდებოდეს, კვლევის მიხედვით,“ქართულ ოცნებას” მხარს 33% დაუჭერდა, ენმ-ს – 15%. 25 % ამბობს, რომ პასუხი არ აქვს, 5% მხარდაჭერას არცერთ პარტიას არ უცხადებს.
ამავე ცხრილის მიხედვით გამოკითხულთა პირველადი არჩევანი ასე გამოიყურება:
- “ევროპული საქართველო”, -4%
- “სტრატეგია აღმაშენებელი” – 4%,
- პატრიოტთა ალიანსი – 3%,
- ლელო – 2%,
- სამოქალაქო მოძრაობა (მოქალაქეები) – 2%,
- გირჩი – 2%,
- დემოკრატიული მოძრაობა -1%,
- ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი – 1%,
- თავისუფალი საქართველო – 1%.
კითხვაზე თუ რა კომპონენტია ყველაზე მნიშვნელოვანი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამიდან ხმის მისაცემად, გამოკითხულთა 72% ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს. აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ეს მაჩვენებელი 10%-ით არის გაზრდილი. ჯანმრთელობა და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკა ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად 56%-ს მიაჩნია. განათლება – 17%, სასამართლო სისტემის რეფორმა -13%, საგარეო პოლიტიკა -10%, გარემოსდაცვით პოლიტიკა კი მხოლოდ 2-ს. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი 1%-ით შემცირდა ივნისის თვის შემდეგ.
შეკითხვაზე, თუ რა იქნება მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი არჩევნებზე ხმის მისაცემად, გამოკითხულთა 33% თვლის, რომ ხმას პარტიაში მყოფი კონკრეტული პერსონების და/ან კანდიდატების მიხედვით მისცემს, 23% წარსულში გაკეთებული საქმეების მიხედვით. წინასაარჩევნო პროგრამებითა და დაპირებებით კი ხმის მიცემის დროს 14 % ხელმძღვანელობს. დაბალია იმ ამომრჩეველთა რიცხვი, რომლებიც მოსახლეობასთან შეხვედრებსა და წინასაარჩევნო კამპანიას ანიჭებს უპირატესობას. ასეთი სულ 7%-ია. მხოლოდ ერთი პროცენტი მიიჩნევს დებატებში კანდიდატის მონაწილეობას ხმის მიცემისთვის მთავარ ფაქტორად.
საველე სამუშაოები 2020 წლის 4 – 21 აგვისტოს პერიოდში „აიფიემის“ მიერ ჩატარდა. მონაცემები მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით შეგროვდა. ქვეყნის მასშტაბით სულ 1500 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტს არ აღემატება. გამოპასუხების მაჩვენებელი კი 75%-ია. გამოკვლევა USAID-მა დააფინანსა.