Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

მოსახლეობის უმრავლესობა – 90% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს – IRI 

September 17, 2020

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI-ს) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 74% 2020 წლის არჩევნებში აუცილებლად აპირებს მონაწილეობის მიღებას. დიდი ალბათობით ხმას მისცემს 16%, არჩევნებზე წასვლას საერთოდ არ გეგმავს 5 %.

საპარლამენტო არჩევნები, რომ მომდევნო კვირას ტარდებოდეს, კვლევის მიხედვით,“ქართულ ოცნებას” მხარს 33% დაუჭერდა, ენმ-ს – 15%. 25 % ამბობს, რომ პასუხი არ აქვს, 5% მხარდაჭერას არცერთ პარტიას არ უცხადებს.

ამავე ცხრილის მიხედვით გამოკითხულთა პირველადი არჩევანი ასე გამოიყურება:

  • “ევროპული საქართველო”, -4%
  • “სტრატეგია აღმაშენებელი” – 4%,
  • პატრიოტთა ალიანსი – 3%,
  • ლელო – 2%,
  • სამოქალაქო მოძრაობა (მოქალაქეები) – 2%,
  • გირჩი – 2%,
  • დემოკრატიული მოძრაობა -1%,
  • ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი – 1%,
  • თავისუფალი საქართველო – 1%.

კითხვაზე თუ რა კომპონენტია ყველაზე მნიშვნელოვანი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამიდან ხმის მისაცემად, გამოკითხულთა 72% ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს. აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ეს მაჩვენებელი 10%-ით არის გაზრდილი. ჯანმრთელობა და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკა ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად 56%-ს მიაჩნია. განათლება – 17%, სასამართლო სისტემის რეფორმა -13%, საგარეო პოლიტიკა -10%, გარემოსდაცვით პოლიტიკა კი მხოლოდ 2-ს. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი 1%-ით შემცირდა ივნისის თვის შემდეგ.

შეკითხვაზე, თუ რა იქნება მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი არჩევნებზე ხმის მისაცემად, გამოკითხულთა 33% თვლის, რომ ხმას პარტიაში მყოფი კონკრეტული პერსონების და/ან კანდიდატების მიხედვით მისცემს, 23% წარსულში გაკეთებული საქმეების მიხედვით. წინასაარჩევნო პროგრამებითა და დაპირებებით კი ხმის მიცემის დროს 14 % ხელმძღვანელობს. დაბალია იმ ამომრჩეველთა რიცხვი, რომლებიც მოსახლეობასთან შეხვედრებსა და წინასაარჩევნო კამპანიას ანიჭებს უპირატესობას. ასეთი სულ 7%-ია. მხოლოდ ერთი პროცენტი მიიჩნევს დებატებში კანდიდატის მონაწილეობას ხმის მიცემისთვის მთავარ ფაქტორად.

საველე სამუშაოები 2020 წლის 4 – 21 აგვისტოს პერიოდში „აიფიემის“ მიერ ჩატარდა. მონაცემები მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით შეგროვდა. ქვეყნის მასშტაბით სულ 1500 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტს არ აღემატება. გამოპასუხების მაჩვენებელი კი 75%-ია. გამოკვლევა USAID-მა დააფინანსა.

Leave a Reply