რთულია მოსავლის მოყვანა, კიდევ უფრო რთული – რეალიზაცია #ფერმერები #სამცხე-ჯავახეთიდან

September 29, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

®

მოსავლის მოყვანა და რეალიზაცია, თანამედროვე დანადგარებზე ნაკლები ხელმისაწვდომობა, გაუმართავი მელიორაცია – სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ფერმერები თუ მცირე მეწარმეები საქმიანობისას წარმოქმნილ სირთულეებზე გვესაუბრებიან.

ფერმერები აღნიშნავენ, რომ მათთვის რთულია ხარისხიანი მოსავლის მოყვანა, რადგან სასუქის, ვიტამინების და შხამ-ქიმიკატების შეძენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამბობენ, რომ მოყვანილი პროდუქციის რეალიზაცია მათთვის კიდევ უფრო პრობლემატურია. ფერმერები და მცირე მეწარმეები აღნიშნავენ, რომ ადგილზე(სოფლებში) მოსავალს ვერ ან დაბალ ფასად ყიდიან.

კარინე ჰოვანესიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხში ცხოვრობს, იგი ახალქალაქის ბაზარში უკვე ზედიზედ 20 დღეზე მეტია საკუთარ პროდუქციას ყიდის. გვეუბნება, რომ მისი მთავარი პრობლემა მცირემიწიანობაა, რის გამოც ოჯახი იძულებულია ნაკვეთებში სეზონზე 3 000 ლარი გადაიხადოს. ამასთან, ჰოვანესიანი ახალი ტექნოლოგიების საჭიროებებზე გვესაუბრება.

პომიდორი, კარტოფილი, კომბოსტო – სამცხე-ჯავახეთში, მეურნეობაში ჩართულ ფერმერებს და მცირე მეწარმეებს ძირითადად ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია მოჰყავთ. იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის მოსავლის მოყვანა, რეალიზაცია და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა პრობლემას წარმოადგენს ფიქრობენ, რომ დაბალ პროცენტიანი აგრო სესხი გამოსავლის ერთ-ერთი წყაროა.

ენოკ ბაბაჯანიანი

“პირველად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გვაქვს პომიდორის ფერმა. ვინაიდან ელექტროენერგია გაძვირდა ახლა ვამონტაჟებ მზის პანელებს. ასევე მომყავს კარტოფილიც. გარდა იმ საჭირო ნივთიერებებისა, რაც კარტოფილის მოყვანას სჭირდება, ამოღებისას საჭიროა საწვავი, რომელიც ძვირი გვიჯდება. ერთი კილოგრამი კარტოფილის ამოღებისას ხარჯი 45 თეთრია, რეალიზაცია კი რთულია, ყოფილა შემთხვევები, რომ ვერ გაგვიყიდია,”– გვეუბნება ფერმერი, ენოკ ბაბაჯანიანი.

აგრობიზნესის სხვადასხვა მიმართულებაში ჩართული თუ დამწყები მეწარმეებისთვის ხელშეწყობის, საქმიანობის გაძლიერების და მასშტაბის გაზრდის მიზნით კი “საქართველოს ბანკი” აგროსესხს მოქნილი საშეღავათო პერიოდით და დაფარვის გრაფიკით სთავაზობს.

„აგრობიზნესის გასავითარებლად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საჭირო რესურსებზე წვდომაა, იქნება ეს მანქანა-დანადგარები, საწარმოო ხაზები და მოწყობილობები თუ სხვა. შეღავათიანი აგრო-კრედიტი ერთ-ერთია იმ მრავალი პროდუქტიდან, რომელსაც ბანკი მომხმარებელს მათი საჭიროებების გათვალისწინებით, საქმიანობის გასავითარებლად სთავაზობს. დაფარვის მოქნილი გრაფიკი და ინდივიდუალური საშეღავათო პერიოდი, რომელიც აგროციკლზეა მორგებული, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეურნეობის გაფართოებასა და წარმოების ზრდაში.”