“მესამე ძალა” წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაზე საუბრობს

September 29, 2021

“მესამე ძალის” ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი ჩიტაური წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლის ფაქტზე საუბრობს. მისი თქმით, ასპინძაში გამართული მცირე ღონისძიების მიმდინარეობის დროს პოლიციის უფროსის დავალებით ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუზღუდეს, რის გამოც კონცერტის გაგრძელების საშუალება არ მიეცათ.

ამის შესახებ ჩიტაურმა განცხადება დღეს ახალციხეში გააკეთა.  ჩიტაური შესაბამის ორგანოებს დაინტერესებისკენ მოუწოდებს. საკითხზე ინფორმაციის მოწოდებას შსს-ში დაგვპირდნენ, მსგავსის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.