ჯავახეთში, სოფელ სამებასთან კიდევ ერთი, 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 5 თვეში სამებასთან 30 მიწისძვრა დაფიქსირდა. ამავე წყაროს ცნობით, 5 თვეში 19 მიწისძვრა მოხდა ქალაქ ნინოწმინდაშიც.
ექსპერტების შეფასებით აღნიშნული ლოკაციები ვულკანური წარმოშობისაა, შესაბამისად ხშირია მცირებალიანი მიწისძვრები.
როგორ აისახება ინტენსიური მცირე მიწისძვრები ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებზე და მიმართეს თუ არა მათ რაიმე წინადადებით ნინოწმინდის მერიას? მერი, ანივარდ მოსოიანი გვეუბნება, რომ ამ დრომდე მათთან არცერთი განცხადება არ შესულა.
მისივე თქმით მერიას არც საკუთარი ინიციატივით შეუსწავლია განგრძობადი სუსტი მიწისძვრების გავლენა მცხოვრებთა ნაგებობის სტაბილურობაზე, რადგანაც ამის შესაძლებლობა ადგილზე არ არის.
ჩვენ კითხვაზე მიმართა თუ არა მერიამ ცენტრალურ მთავრობას ამ მიზნით დახმარებისთვის გვპასუხობს, რომ – არა.
რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს გახშირებული მიწისძვრები? მოვუსმინოთ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორს, თეა გოდოლაძეს ჩვენი არქივიდან.