ნინოწმინდის სოფელ ფოკაში, მგელმა სადგომში 100-ზე მეტი ცხვარი მოკლა. შემთხვევა გუშინ, 14 ნოემბერს ღამით მოხდა. როგორც სოფლის რწმუნებული ვაჩაგან არვანჯიანი გვეუბნება, სადგომის ფანჯარა პოლიეთილენის პარკით იყო დალუქული. მგელმა, სავარაუდოდ, აქედან შეაღწია.
მისივე თქმით, 100-ზე მეტი ცხვარი რამდენიმე ოჯახს ეკუთვნოდა. აპირებს თუ არა ნინოწმინდის მერია ზარალის ანაზღაურებას? რწმუნებული გვეუბნება, რომ ის, ვეტერინართან და მწყემსთან ერთად (რომლის სადგომშიც იმყოფებოდნენ ცხვრები) შეადგენენ აქტს და მერიაში წარადგენენ, სადაც სპეციალური კომისია განიხილავს. თუმცა არვანჯიანი განმარტავს, რომ ამ წლის ბიუჯეტი მცირეა და შესაბამისად არ იცის ანაზღაურდება თუ არა ზარალი.
ჩვენ ვცდილობდით ნინოწმინდის მერთან, ანივარდ მოსოიანთან დაკავშირებასაც, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
თავდაპირველი ინფორმაცია “რადიო ნორმა” გაავრცელა. (ფოტო: Radio NOR)