ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
საქართველო-ნატოს ურთიერთთანამშრომლობა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა.
რა შემთხვევაში შეიძლება გაწევრიანდეს საქართველო ალიანსში და რას გულისხმობს მეხუთე მუხლი?
“საქართველო ნატოში გაწევრიანების ყველა სავალდებულო კრიტერიუმს აკმაყოფილებს,” – ამბობს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში. თუმცა მაინც რატომ ვერ ხდება საქართველო ნატო-ს წევრი? რასმუსენის განცხადებით, საქართველოს ალიანსში გაწევრიანება შეუძლია, თუმცა მეხუთე მუხლი მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ გავრცელდება, მანამ სანამ საქართველოს მთავრობა ამ ტერიტორიებს არ გააკონტროლებს.
რასმუსენის განცხადებით, 2008 წელს “შეცდომა დაუშვეს”, როცა საქართველოს და უკრაინას ე.წ მაპი არ მისცეს, რაც პუტინისთვის ერთგვარი მესიჯი იყო.
როგორია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, შეფასება ჩვენ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, ვახტანგ მაისაიას ვთხოვეთ.
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ისტორია 1992 წლიდან იწყება, რა დროსაც საქართველო შეუერთდა ნატოს ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს.
1997 წელს, საქართველო გახდა ნატო-ს «პარტნიორობა მშვიდობისათვის» თანამონაწილე
1999 წელს, საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა კოსოვოში, ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციაში
2002 წელს , საქართველომ პირველად გამოთქვა ნატოში გაწევრიანების სურვილი
2004 წელს, ალიანსმა საქართველოსთან დაიწყო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა
2006 წელს, ალიანსმა დაიწყო დიალოგი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე
2009 წელს, პირველად წავიდა სახმელეთო ასეული ავღანეთში
2014 წელს, საქართველო გაწევრიანდა «გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის» ჯგუფში
2016 წელს, საქართველომ უმასპინძლა ნატო-საქართველოს სიმულაციურ სწავლებებს
2017 წელს, ნატო-ს საპარლამენტო ანსამბლეა პირველად ეწვია საქართველოს
2018 წელს, საქართველოში გაიხსნა «ღირსეული პარტნიორი 2018» და დაიწყო სამხედრო წვრთნები
2019 წელს, «ნატო-საქართველოს სწავლება 2019» — სამეთაურო საშტაბო სწავლება გაიმართა.