Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

ფუნდამენტური ცოდნა, ახალი საზღვრების კვლევებში

April 26, 2022

იმ დროს, როდესაც სამრეწველო კანაფის წარმოება საშიშად შეიძლება გვეჩვენებოს, მკვლევარები
აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე გამოწვევებს იღებს.

აშშ-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ეროვნული ინსტიტუტი (NIFA) აფინანსებს ათობით პროექტს, რომელიც ამერიკაში მარიხუანას მომგებიან და სიცოცხლისუნარიან კულტურად ქცევის ცოდნაზეა მიმართული.

2021-2022 ფინანსურ წლებში, ინსტიტუტმა კვლევებში 20 მლნ. დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
პროექტები დაეხმარება მწარმოებლებს, გადამამუშავებლებს, მარეგულირებლებს და ოფიციალურ პირებს მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილებები სამრეწველო კანაფის გაშენების შესახებ.

NIFA ამჟამად აფინანსებს რამდენიმე პროექტს:

სამრეწველო კანაფის მოყვანისა და გაყიდვის ბიზნესი:

  • ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 500 000$ – იკვლევს თუ რატომ მიდიან ფერმერები კანაფის წარმოებაში; რამდენად მომგებიანია; რა პოტენციური რისკები უკავშირდება და რა ნივთიერებები აძლიერებს მცენარის ზრდას აგრეთვე ამცირებს დაავადებას.
  • მიჩიგანის სათემო კოლეჯი – 499 000$ შტატის თემების მიერ კანაფის წარმოების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის კვლევები.
  • ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 638 000$ იკვლევს როგორც კანაფს, ასევე სვიას, რა გენოტიპებმა შეიძლება დაარეგულიროს გემოვნური და არომატული ნაერთების წარმოება, მახასიათებელი, რომელიც ქმნის მცენარეების ღირებულებას.
  • ვერმონტის უნივერსიტეტი – 500 000$ ცდილობს დაადგინოს რა ეკონომიკური გავლენა შეიძლება წქონდეს კანაფის წარმოებას შტატის სოფლის თემებზე.

კანაფის მოსავლის მართვის საუკეთესო პრაქტიკის შემუშავება:

კენტუკის უნივერსიტეტი – 500 000$  კვლევა სამრეწველო კანაფის და მისი მდგრადობის, თესლბრუნვითი კულტურისთვის. ასევე მოამზადებს მეცნიერებს კანაფის აგრონომიასა და აგროეკოსისტემისთვის.

კალიფორნიის უნივერსიტეტი – 125 000$ კრებს და აფასებს მცენარის გენოტიპებს.

რატგერსის, ალაბამას, იუტას უნივერსიტეტები – კანაფის სიცოცხლისუნარიანობა, მავნებელ მწერებთან ბრძოლის ხერხები, რომელი ფეხსახსრიანი მწერები მავნებლობენ კანაფზე.

კორნელის უნივერსიტეტი – 325 000$ სარეველების ინტეგრირებული მართვა კანაფის წარმოებაში.

კანაფის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება:

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტი –  4 000 000$ პროექტი აერთიანებს მკვლევრებს თუ როგორ შეიძლება კანაფის გამოყენება, როგორც უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა საკვებდანამატი.

ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტი – პროექტი ცდილობს დაადგინოს შესაძლებელია თუ არა კანაფის და სოკოს ექსტრაქტების გამოყენება, SARS-CoV-2 ვირუსის წინააღმდეგ სადენზინფექციო და ანტიმიკრობულ საშუალებად.

ორეგონის უნივერსიტეტი – 300 000$ კანაფის თესლის ფქვილის და გადამუშავებული ბიომასის გამოყენება მეცხოველეობაში.

წყარო: აგროგარემო TV