ასპინძის მუნიციპალიტეტში “ყირიმ-კონგოს” ცხელების შემთხვევები დადასტურდა

April 26, 2022

ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელების 2 ლაბორატორიულად დადასტურებული და 1 საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა, ეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს პირველი შემთხვევებია – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში გვიდასტურებენ.

დირექტორის, მზია პაპაშვილის თქმით, ორი შემთხვევა ოფიციალურად ლაბორატორიულად დადასტურდა, ხოლო მესამეს პასუხი დღეს იქნება ცნობილი. თუმცა მისივე თქმით, პაციენტს ყველა ის სიმპტომი აღენიშნება, რაც ყირიმ-კონგოს ახასიათებს. 

მისივე თქმით, პირები მკურნალობას თბილისში, შესაბამის კლინიკაში გადიან და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

დაფიქსირდა თუ არა ყირიმ-კონგოს შემთხვევები სამცხე-ჯავახეთის სახვა მუნიციპალიტეტებში? ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისგან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. 

რა არის ყირიმ-კონგოს ცხელება, რა სიმპტომები ახასიათებს მას და რა უნდა მოვიმოქმედოთ იმ შემთვევაში, თუ ცხელების გამავრცელებელმა მწერმა, ტკიპამ გვიკბინა, ვნახოთ ინტერვიუ ინფექციონისტ, ანაიტ ლოკიანთან.

თავდაპირველად ინფორმაცია “სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა.