ავტორი: მირანდა ფუტკარაია
ფოტოს ავტორი: სამოქალაქო მოძრაობა “გავიგუდეთ”
რუსთავში მერიის წინ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ წევრებმა საპროტესტო აქცია 5 ივნისს გამართეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნის ადრესატი საწარმოებთან ერთად გარემოსდაცვის სამინისტრო იყო. სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ წევრები საწარმოებში ფილტრების დაყენებას, თვითმონიტორინგის სისტემის ამოქმედებასა და ჰაერდაცვითი კანონმდებლობის ამოქმედებას ითხოვენ.
ჰაერდაცვითი კანონმდებლობა ძალაში 1 წლის წინ შევიდა და საწარმოების კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს.
Გარემოს დაცვის საკითხებს ეთმობა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მე-6 კარის მე-3 თავი. Კერძოდ, 302-ე მუხლი ითვალისწინებს გარემოს ხარისხის შენარჩუნებას, დაცვას, რომელთაგან ერთ-ერთია ჰაერის ხარისხი. Აღნიშნული ვალდებულების აღსრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ოქტომბრის N2059 განკარგულებით დამტკიცდა 2020-2022 წლების ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა.https://mepa.gov.ge/Ge/Reports
გარემოს დაცვისა და სოფლიოის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით რუსთავში, ჰაერში უმცირესი მყარი ნაწილაკები (PM10, PM2.5) წლიურ ზღვრულად დასაშვებ ნორმას დაახლოებით 60%-ით აღემატება. Დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წელს ჰაერში გაფრქვეული მყარი ნივთიერებების მასა უნდა შემცირდეს დაახლოებით 10 900 ტონით, ამის მისაღწევად სამინისტროში განგვიცხადეს რომ საწარმოების მონიტორინგი “აქტიურად მიმდინარეობს”.
Გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ვიკითხეთ ქ.რუსთავში არსებული საწარმოები არიან თუ არა ჩართულნი უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემაში. Უწყებაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე შპს “ემენ ქემიკალ ჯორჯია” არის ჩართული უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემაში.
Უწყებაში ასევე განგვიცხადეს, რომ მუშავდება გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც საწარმოები ეტაპობრივად ჩაერთვებიან ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის სისტემაში.
Რუსთავში არსებული საწარმოების ნაწილი ამბობს, რომ დაყენებული აქვთ სპეციალური ფილტრები.
ჩვენი რედაქცია აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს და სხვა მასალებსაც შემოგთავაზებთ.