სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ, თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად, ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც,- ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრასპორტის სააგენტო ავრცელებს.
ამავე წყაროს განცხადებით, სომხეთის რესპუბლიკა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას. საქართველო საერთაშორისო კონვენციის – „იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე” წევრია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიზეზად ის პრობლემები სახელდება, რომელიც სომხეთს სომხეთ-რუსეთის „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე ექმნება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გადატვირთულობის გამო, ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირა გვიანდება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღეში, შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს შორის შავი ზღვით ტვირთების საბორნე გადაზიდვა დაიწყოს, მედიამ გუშინ გაავრცელა.
„ახლა საბოლოო სამუშაოებს ვატარებთ, გრაფიკი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება“, – განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა.