სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალი სასწავლო წლიდან, თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ, საგანამანათლებლო პროცესს აუდიტორიებში დაიწყებს, – ამის შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შესაბამისი კომპეტენციის უწყებებთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან, კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ კი პროცესი ჰიბრიდულად გაგრძელდა.