ავტორი: მირანდა ფუტკარაია
ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტი
წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში თეჯისში, საბეჭისსა და ბედიანში ხიდების აღდგენა იგეგმება. საპროექტო სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებისთვის, 9 500 ლარია გათვალისწინებული.
წალკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით ორი თვის წინ ადიდებულმა წყალმა ორი ხიდი მთლიანად წაიღო, ხოლო, ორი დააზიანა.
თავდაპირველად, მუნიციპლაიტეტის მერიამ აღნიშნული პროექტისთვის ტენდერი 2 აგვისტოს , 23 000 ლარზე გამოაცხდა. ტენდერში მონაწილეობა ორმა პრეტენდეტმა მიიღო, მათგან მერიას საპროექტო დოკუმენტის შემუშავებისთვის ყველაზე ნაკლები 10 ათას ლარამდე თანხა შპს ერკომ შესთავაზა და ხელშეკრულებაც ამ თანხაზე გაფორმადა.
წალკის მერიის ინფორმაციით, დაზიანებული ხიდების აღდგენის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. რა ვადებში განხორციელდება პროექტი ჯერ უცნობია.