რუსული ციხის ანი და ბანი

November 8, 2022

ჩვენ მოგიყვებით ისტორიებს, ამბებს და რეალურ შეგრძნებებს ადამიანებზე, რომლებმაც რუსული ციხის მძიმე ცხოვრება გამოიარეს. მათ ნახეს რა არის რუსეთი ჩაკეტილ კარს მიღმა, საკუთარ თავზე გამოსცადეს უსამართლობა, ტანჯვა, არაადამიანური მოპყრობა, შიმშილი, კანონის არარსებობა და ამის შემდეგ გაუმართლათ,  გადარჩნენ. გადარჩნენ და ახლა, მათი წყლობით შეგვიძლია ჩვენც დავინახოთ რუსეთის კიდვე ერთი სასტიკი მხარე, რომელიც რეალურად არ ჩანს.

მაშინ დავიწყებთ, რამდენიმე ადამიანის მოკლე ბიოგრაფიისა და მძიმე ისტორიის მოყოლას, რომელიც დაუჯერებლად ჟღერს და მკაფიოდ გამოხატავს რუსული რეჟიმის სახეს.

ვაფლის პირსახოც

ოლეგ ნავალნი, მხატვარი, პოლიტიკოსის ალექსეი ნვალნის ძმა. სასჯელი ივ-როშეს საქმეზე თაღლითობის მუხლით 2015-2018 წლის ჩათვლით მოიხადა. ოლეგ ნავალნი იხსენებს:

„არ შეიძლება თქვა „ვაფლის პირსახოცი“, უნდა თქვა უჯრებიანი პირსახოცი. რატომღაც ვაფლი აკრძალული სიტყვაა. არ ვიცი როგორ და რატომ ამზადებენ ასეთს პირსახოცებს, მაგრამ მას წვის დროს კვამლი არ აქვს. ანუ თუ ამ პირსახოცს ცეცხლს წაუკიდებ ძალიან კარგად იწვის კვამლის გარეშე და ის თითქმის სუნარ წარმოქმნის.

ამით პატიმრები სარგებლობენ. პირსახოცების მეშვეობით საკვებს, წყალს ათბობენ ანუ იღებ ვაფლის პირსახოცს, ზოლებად ჭრი, მილაკებად ახვევ ისე, რომ შიგნით ჰაერის წვდომა იყოს, უკიდებ და იწვის. სპეციფიკურად იწვის, იმიტომ რომ გამომწვარი ნაწილი არ იფერფლება, თითქოს შეშდება და ხელით უნდა მოაგლიჯო, რათა ალი იყოს. თუ ხელით არ მოაგლიჯავ ალი არ იქნება. საკმაოდ სახალისოდ გამოიყურება.  პლასტიკის პარკით,მაგალითად,რომელსაც ძირზე საპონი უსვია,დგას ერთი პატიმარი, მეორე  მოკიდებული პირსახოცის ქვემოდან უნთებს და ზემოდან ნაწილებს აგლეჯს და პლასტიკის პარკს აცხელებენ. პოლიეთილენის ჩვეულებრივ პარკს თუ გასაპნავ ცეცხლზე არ გადნება, ამიტომაც ჯადოსნობასავით გამოიყურება. ერთი პატიმარი  ვაფლის პირსახოცს იღებს, რომელიც შეშასავით იწვის, მეორეს ჩვეულებრივი პოლიეთილენის პარკი უკავია, რომელიც არ იწვება და მასში წყალი დუღს. ამ ალუმინის თეფშში შეგიძლია მოხარშული ხორცი ჩადო ან ის ხორცი, რომელიც გამოგიგზავნეს  და ამ შეშის მეშვოებით მწვადს გაამზადებ“.

ტრადიცია – ცოცხი

კონსტანტინ კოტოვი, პროგრამისტი, სამოქალაქო აქტივისტი. დადინის მუხლის მიხედვით,მშვიდობიან პროტესტებში მონაწილეობის გამო მსჯავრდებული. სასჯელი წითელ კოლონიაში და კა 2 პაკროვში მოიხადა. 2020 წლის დეკემბერს გაანთავისფულეს.

კონსტატინ კოტოვი იხსენებს:

,,პირველი რიტუალი, რომელსაც კოლონიაში მოხვედრილი ყველა მსჯავრდებული წყდება, ხელში ცოცხის მოწოდებაა. წინ სიმბოლურად ხვეტავ, თავზე კი ნამშრომელი გიდგას ვიდე რეგისტრატორით. ვიდეოში ამბობ, რომ „ქურდული მენტალიტეტის“ მატარებელი არ ხარ და მათ ცხოვრების წეს მხარს არ უჭერ, ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაო შესრულების ვალდებულებას იღებ და არ გაგაჩნია პრეტენზიები. „ცოცხის ტრადიცია“-ს ყველა გადის. თუ არ აიღე მაშინ ცალკე დაგელაპარაკებიან, როგორც მე ვხვდები საკმაოდ მძიმედ.

 ეს ტრადიცია, იმ ხალხისთვის არის რთული, რომელიც ქურდული მენტალიტეტის მატარებელია და ამ ცხოვრების წეს იცავს. მათთვის ეს დამამცირებელია, რადგან განსაზღვრული რწმენის ცხოვრობენ და ხელში ცოცხის აღება ნიშნავს საკუთარი გზის უარყოფას. იქ ასეთებს, რა თქმა უნდა ამხელენ.

თუ შენ სერიოზული „არეტანტი“ ხარ, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდები, საჯარიმო იზოლატორში იქნები, შემდგომ საკნის ტიპის სათავსოში და ძირითად კოლონიაში უბრალოდ არცერთი დღით არ გამოგიშვებენ.

გამოსასწორებელ კოლონია

ვლადიმირ პერევერზინი, ეკონომისტი, წარსულში კომპანია იუკოსის მენეჯერი, 2004 წელს მსგავრდებული მითვისებისა და გაფლანგვის მუხლით 11 წლის ვადით. ვლადიმირი იხსენებს:

,,იმ დროს, როდესაც კოლონიაში მივედი, 3  წელი უკვე მოხდილი მქონდა და ვფიქროდი, ღმერთო ჩემო, კიდევ 8 წელი უნდა გავატარო ციხეშ. რა თქმა უნდა, ასე მარტივად. სულით დავეცი.

წარმოიდგინეთ, მკაცრი რეჟიმის კოლონია, მესამე დანაყოფი, ყველაზე მძიმე, ყველაზე რეჟიმული, ვერც ამოისუნთქავ, ვერც გახვალ, ვერც ჩაის დალევ ანუ ბარაკი, რომელშიც 100 ადამიანი და ყველაფერი კონტროლდება. აქ, აღმზრდელობითი ღონისძიებები ტარდება ანუ გამოსასწორებელ კოლონიაში ადამიანების როგორღაც გამოსწორება სურთ.

წარმოიდგინეთ, ერთ დღესაც „მედღევე“ – ისეთივე პატიმარი როგორც მე ამბობს:

გუნდური სიმღერის კონკურსი, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. სიმღერის მსურველები ჩაეწერეთ.

ვფიქრობ, რას ბოდავს, რა გუნდური სიმღერა. ბუნებრივია არსად ჩავწერილვარ მაგრამ შემდეგ დანაყოფის ხელმძღვანელი მიძახებს და მეუბნება:

პერევერზინ, რატომ არ გსურთ თქვენ სიმღერა?

სიმღერა არ ვიცი.

ეს ხომ თქვენს ინტერესებშია. თუ თქვენ არ იმღერებთ. ჩვენ ჩავწერთ, რომ ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს არ ასრულებთ და ოქმს შევადგენთ, რის შემდეგაც პირობით ვადამდე ციხეს ვერ დატოვებთ.

 კარგი, ვიმღერებ.

ბუნებრივია, ასეთი სიმღერის არ მსურველები ნახევარ დანაყოფზე მეტი მოგროვდა. ასეთი აღმზრდელბითი საუბრის შემდეგ, დანაყოფი თითქმის სრული შემადგენლობით კლუბში სამღერად გამოდის.

ეს დიდი კლუბია, ოფიცრები სხედან, სიმღერა იწყება. წარმოიდგინეთ, ხალხი გამოდის, ს არც საბავშვო ბაღი და არც სკოლის მოსწავლეები დგანან ოფიცრების წინ, აქ სერიოზული ხალხი, ბანდიტები, მკვლევლები, მანიაკები, ტერორისტები არიან.

 ანტონი, ყაჩაღობის მუხლი რომ ქონდა წაყენებეული, ახალგაზრდა, აქტიური , სიმპატიური ბიჭისიმღერას იწყებს. შემდეგ კი, მანიაკების, მკვლელების, მოძალადეების, ყაჩაღებისა და მძარცველების გუნდი სიტყვების არევით იტაცებს მშობლიური სახლი, საწყისთა საწყისი. შენ ჩემი ცხოვრების საიმედო ნავსაყუდელი ხარ. მშობლიურო სახლო, დაე ,კეთილმა სინათლემ შენს სარკმლებში მრავალი წელი ანათოს. ამ იდიოტიზმ, ფიქრობთ, ხალხი ჩემზე უკეთ მღეროდა? არა ჩემზე  უარესად, მეამიტომ ვმღეროდი. ამის მიუხედავად, ამ ბოდვა მეციხეები უსმენენ და აფასებენ. სხვათა შორის, ჩვენ მეორე ადგილი დავიკავეთ.

შიმშილი

ოლეგ დუბროვკინმა პატიმრობაში 24 წელი გაატარა. სხვადასხვა მუხლით იყო მსჯავრდებული. ციხეში პრიველად 1990 წელს არასრულწლოვანთა კოლონიაში მოხვდა. 2019 წელს გათავისუფლდა. ამჟამად პატიმართა უფლებების დაცვის ფონდის ექსპერტია. ოლეგი იხსენებს:

„ იმ დროს 22 წლის, ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი. ეს ციმბირია, ეს მოსკოვი არ არის. თოვლი წელამდეა. ძალიან ცივა. საჭმელი არ არის, საერთოდ არ გვაჭმევდნენ! 8 კაცს ერთ ფუნთუშა პურს გვაძლევდნენ დღე-ღამეში. დილას იყო ბურღულის ფაფა, რომელსაც ჩამჩით ამოიღებდნენ, დადებდნენ და ასე იდო. მისი ჭამა არ შეიძლებოდა. სადილად ირმის დამატებითი საკვები. იცით რა არის ირმის საკვები? როდესაც კარტოფილს მანქანით ფრცქვნიან, ამ ქერქს აშრობენ და ნაკრძალში სხვადასხვა ადგილას  ყრიან. ჩვენ ამ ირმის დამატებით საკვებს გვიხარშავდნენ და გვაძლევდნენ. იქ პრაქტიკულად არავინ ჭამდა, მხოლოდ პური იყო ჩვენი საჭმელი. არც კარაქს და შაქარს  გვაძლევდნენ, რომელიც გვეკუთვნოდა, ვინაიდან, ჩვენ ავადმყოფებად ვითვლებოდით და დიეტურ კვებაზე ვირიცხებოდით.

პიოტრ კურიანოვი სხვადასხვა მუხლით იჯდა. 2012 წელს გათავისუფლდა. ამჟამად პატიმართა უფლებების დაცვის ფონდის ექსპერტია. პიოტრი იხსენებს:

,,შიმშილი ეს არის პატიმრის სულის კივილი, ამაოება.

 როდესაც ის ნამდვილ ჩიხშია, როდესაც ხედავს რომ ყველა მისი ძალისხმევა, ყველა შესაძლებლობა, აქ, ამ ქვის ტომარაშია და  საკუთარი უფლებების დაცვა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ,ზუსტად ამ დროს მიდის მასთან შიმშლი. და შემდეგ, პატიმარი უკვე ფიქრობს, რომ  ყველაფერი უმნიშვნელოა! დაე, იყოს ყველაფერი ისე როგორც არის, რაც იქნება, იქნება.“

სერგეი კრივოვი, ბოლოტნოეს საქმის მონაწილე. 2012 წელს დააპატიმრეს ოთხი წელი მიუსაჯეს მასიური არეულობის და ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუხლებით. პატიმრობისას ორჯერ იშიმშილა.

,,სინამდვილეში დასაწყისში უბრალოდ გაიგნორებენ, იმიტომ რომ უმეტესობა შიმშილობას რამდენიმე დღეში ან კვირაში წყვეტს.დასაწყისში ამას სერიოზულად საერთოდ არ აღიქვამენ. ადამიანმა ნებივრობა მოინდომა და ისევე როგორც ადამიანთა 90%-მა ერთ კვირაში დაასრულა. მინახავს ადამიანები , რომლებიც მართლაც აცხადებდნენ შემდეგ, სამ დღეში ასრულებდნენ. ანუ ყველაფერი განზრახვის სერიოზულობაზე არის დამოკიდებული. ასევე, იმ დროს როდესაც მე ვშიმშილობდი, კიდევ ერთი ადამიანი შიმშილობდა, სამ კვირაში კედელ-კედელ ძლივს დადიოდა, მე კი უკვე ერთი თვე ვშიმშილობდი და უხეშად რომ ვთქვათ, კიბეებზე ხტომა შემეძლო. შეიძლება ვაზვიადებ, ყოველ შემთხვევაში ჯერ კიდევ თავისფულად დავდიოდი, ის კი ძლივს მოძრაობდა.

 როგორც მივხვდი, ამ შიმშილობას ყველა განსხვავებულად აღიქვამს. მე საკმაოდ ადვილად ვიტანდი. წონა დამივარდა, გრაფიკს ვაწყობდი. დღეში დაახლოებით 320 გრამს ვიკლებდი. წონა მცირდება. იღებენ  ანალიზებს, რომელიც სულ უფრო უარესია. რაღაც მაჩვენებლები სახელი უკვე დამავიწყდა, გადაჭარბებულია, რაღაც ოთხი პარამეტრი უკვე კრიტიკულ ზღვარშია. შარდს გიღებენ, მგონი სისხლს იღებდნენ და ასეთი პოზიციური ბრძოლა მიდის ვინ ვის დაჯაბნისროდესაც ადამიანი შიმშილობას აცხადებს, თუ ის ჩვენს სისტემას კარგად იცნობს, უნდა ესმოდეს, რომ მისი მოთხოვნები არ შესრულდება. ამიტომაც უნდა დაფიქრდეს თუ რა იქნება ბოლოს, საბოლოოდ ან მოკვდება ან ეს შიმშილობა როგორღაც უნდა შეწყვიტოს, რაც ძალიან რთული საკითხია“.

იშველი ხუთშაბათი.

მარია ალეხინა – ჯგუფ „პუსი რაიოტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2012 წელს აქციისთვის „ღვთისმშობელო, პუტინი გააგდე“ ხულიგნობის მუხლით ორი წელი მიუსაჯეს. მარია იხსენებს:

,,ყოველ საღამოს შემოწმებაზე უნდა გამოსულიყავი ანუ ყველა ქალი საკნიდან გამოდის და დერეფანში ეწყობა.

 ყოველ ხუთშაბათს ყველა შიშველი ეწყობა, ზეწარში გახვეული. როგორც კი ზედამხედველი ექიმთან ერთად თქვენ გიახლოვდებათ, ზეწარი უნდა გაშალო და აჩვენო რაც გაქვს. ახლა გამოიცანით რისთვის?! უნდა აჩვენო, რომ ტატუ არ გაქვს. ტატუს გაკეთება აკრძალულია და ყველა კუთხეში კამერა კიდია ანუ სურვილის შემთხვევაში ყველას შეუძლია „კინოს უყუროს“ .

წყარო: ნადმვილი დრო, “რუსული ციხის ანბანი”