Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

ტყის ნაცვლად – სპორტული კომპლექსი – ბორჯომში, 4,9 ჰექტარი ტყის ნაკვეთი აუქციონზე გაიტანეს

October 9, 2025

ქალაქ ბორჯომში, “პლატოზე” 4,9 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ტყის სტატუსი მოეხსნა, რომელიც პირობებიან აუქციონზე გაიტანეს, სადაც საწყისი ფასი 3,94 მილიონი ლარია, – ინფორმაციას “ბათუმელები” “ქართული ოცნების” მთავრობის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, მიწის მომავალი მფლობელი ვალდებული იქნება, ტერიტორიაზე „გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსი“ მოაწყოს.

„განხორციელდეს სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება და სახელმწიფო ტყის სტატუსი შეუწყდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბორჯომში, ‘პლატოზე’ მდებარე 49 246.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო [სახელმწიფო ტყის ფონდი] დანიშნულების მიწის ნაკვეთს,” – ნათქვამია მთავრობის 2025 წლის 1-ელი ოქტომბრის განკარგულებაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, დოკუმენტს ხელი ” ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

ამავე განკარგულებით, ინვესტორმა უნდა განახორციელოს მინიმუმ 2 მილიონი ლარის ინვესტიცია და ხელშეკრულების გაფორმებიდან 32 თვის ვადაში უნდა შეიქმნას გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსი, რომელიც მოიცავს, ღია ან დახურული ტიპის აუზ(ებს); სპორტული მოედნებს (ჩოგბურთისა და პადელის ჩათვლით); არანაკლებ 30 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომ(ებს); გარე განათებას და ტერიტორიის გამწვანებას.

მეტი დეტალის გასარკვევად ჩვენ დავუკავშირდით მთავრობის ადმინისტრაციას თუმცა აქ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.