ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
შოვში, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს წარმოქმნილი კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრა დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.
სააგენტომ რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზების წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია, რომ სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული და მისი “ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია”.
მთავრობის ააიპის მტკიცებით, ღვარცოფის განვითარება, “მკაცრმა კლიმატურმა პირობებმა, ტერიტორიის გეოლოგიურმა აგებულებამ, ტექტონიკურმა და სეისმურმა პირობებმა, მყინვარული საფარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილმა ნადნობმა წყლებმა, კლიმატის ცვლილებმა და სხვა ნიუანსებმა გამოიწვია.”
ოფიციალური ვერსიის პარალელურად, გეოლოგების და სპეციალისტების თქმით, მეწყრული პროცესები რამდენიმე დღით ადრე დაიწყო.
დედამიწის შემსწავლელი სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 27 ივლისის და 4 აგვისტოს შუალედში შოვიდან 7 კილომეტრში, მდინარე ბუბაზე კალაპოტი მკვეთრად გაგანიერდა, ანუ მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი დაიწყო, რამაც შესაძლოა მდინარის გადაკეტვა გამოიწვია.
ადგილობრივები ყვებიან, რომ შედეგად მდინარეში ორი დღის განმავლობაში წყალი თითქმის დაშრა
რამდენად იყო შესაძლებელი სტიქიის პროგნოზირება და დრამატული შედეგების პრევენცია გვესაუბრება “საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” ხელმძღვანელი, ნინო ჩხობაძე.