გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საქართველოში პირველი მოტივტივე 216 კვ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური სოფელ ლემშვენიერაში აშენდა.
USAID-ი საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას მხარს უჭერს კერძო სექტორის ჩართულობის გზით, რაც ტექნოლოგიური ინოვაციებისა და დაფინანსების ახალი მიდგომების წახალისებას ისახავს მიზნად.
პროექტი USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და ის მიზნად ისახავს საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, რათა მათ განახლებადი ენერგორესურსებით, ინოვაციური და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, მოთხოვნის მხარის მართვისა და ენერგეტიკის მართვის სისტემების გამოყენებით განახორციელონ საპილოტე პროექტები.
პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 177 000 აშშ დოლარს შეადგენს.
მათ შორის, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა 48%, – ია, რაც 85 000 აშშ დოლარის შეადგენს, მოტივტივე ელექტრო სადგური კომპანია აგრო იმპექსისთვის აშენდა. პროექტის ნაწილი თიბისი ბანკის აგრო სესხის მეშვეობით დაფინანსდა (52%) რაც 92 000 აშშ დოლარის ექვივალენტია.
საპილოტე პროექტი წელიწადში 300 000 კვტ. სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 32, 400 აშშ დოლარის დანაზოგს უზრუნველყოფს. აგრო იმპექსის ქსელური ელექტროენერგიის მოხმარება კი 38%-ით შემცირდება. 216 კვტ მოტივტივე მზის ელექტროსადგურს ეკოლოგიური ეფექტიც აქვს, სათბურის აირების წლიურ გაფრქვევას (ემისიას) 31,200 კგ. CO2 ექვივალენტით შეამცირებს.
პირველ მოტივტივე ელექტრო სადგურის გახსნას ესწრებოდნენ USAID/საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ბ–ნი ჯონ პენელი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბ–ნი თენგიზ ნასარიძე; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია, მოწვეული სტუმრები და გარდაბნის მერი.
,,Usaidის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში 5 წლიან პროექტს წარმოადგენს და და მისი ბიუჯეტი. 20, 2 მილიონი აშშ.დოლარია. პროგრამას ,,შპს დელოიტ ქოლსანთინგი“ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.
Tags: გარდაბანი, პირველი მოტივტივე ელექტროსადგური