TOK TV-ის ჟურნალისტი სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული გახდა

April 26, 2024

ტელეკომპანია TOK TV-ის ჟურნალისტი, ინგა ირიციანი, “ღია საზოგადოების ფონდის” მიერ გამოცხადებული  სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული გახდა, – გამარჯვებულები დღეს გახდა ცნობილი.

TOK TV –სთან ერთად სტიპენდიანტი გახდა “პუბლიკას” და “ჩემი ხარაგაულის” ჟურნალისტებიც, რომლებმაც 8 თვის განმავლობაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასა და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით 8-8 მასალა უნდა მოამზადონ.

გარდა ამისა , დღეს ღონისძიებაზე წარადგინეს გზამკვლევი მედიის წარმომადგენლებისთვის იმის შესახებ თუ როგორ უნდა შეამცირონ ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელთა სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია. ასევე, როგორ უნდა მიაწოდონ საზოგადოებას ეთიკური, კვალიფიკაციური და ობიექტური ინფორმაცია.

“ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში“ გზამკვლევი საზოგადოებრივმა გაერთიანება “ბემონმა” და “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” ,ევროკავშირის მხარდაჭერით მოამზადეს.

იხილეთ გზამკვლევი ( დააჭირეთ აქ )