რა თანხა აქვთ მიღებული ადიგენის და ახალციხის მერიას უცხოეთისგან 2019 წლიდან დღემდე? – ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია ორივე უწყებიდან გამოვითხოვეთ. ადიგენის მერიამ ინფორმაცია ვადების დაცვით მოგვაწოდა, ხოლო ახალციხის მერიამ – დარღვევით.
გამჭვირვალობის მომთხოვნი არ გვეუბნებიან თუ რა დაფინანსება მიღო ახალციხის მერიამ უცხოეთიდან
უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ახალციხის მერიას 2021-22 წლებში ჰქონდა მიღებული დაფინანსება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება – GIZ-სგან.
პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტს, უცხოეთიდან მიღებული 200 000-ზე მეტი ლარით ახალციხეში, რუსთაველის 124-ის მიმდებარე ტერიტორია უნდა განეახლებინა. კერძოდ: პროექტი ითვალისწინებდა 7 ძველი შენობის დემონტაჟს და 290 მეტრიანი ბეტონის ღობის მოწყობას. ამავე წყაროს ცნობით, სამუშაოები დასრულებულია.
უცხოეთიდან, კერძოდ კი იაპონიის საელჩოსგან მიიღო ფინანსური მხარდაჭერა ადიგენის მერიამაც. უწყებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს ზემოთხსენებული საელჩოდან მიღებული 80 000-მდე ევროთი მაღალი გამავლობის ნაგავმზიდი შეიძინა, რომელსაც ახლაც გამოიყენებენ.
აქვე გეტყვით, რომ ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა უცხოელი პარტნიორების და მოქალაქეების მოწოდებები და რუსული კანონი, 84 ხმით მიიღო. კანონის წინააღმდეგ 30 დეპუტატი წავიდა.
რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატების სიაში ტრადიციულად არიან სამცხის და ჯავახეთის დეპუტატები, ანტონ ობოლაშვილი და სამველ მანუკიანი. ისევე, დეპუტატი ჯავახეთიდან, სუმბატ კიურეღიანი.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია, თბილისში უწყვეტად მიმდინარეობს.