71 წლის რევაზ მიქელაძე ოჯხთან ერთად წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისში ცხოვრობს. მიქელაძეების დიდ ოჯახში რვა მცირეწლოვანი იზრდება. ყველა მათგანი სკოლის მოსწავლეა და სასწვალებელში მისასვლელად ყოველდღიურად დაზიანებული გზის გავლა უწევთ .

კადრები, რონელსაც ახლა ხედავთ, გასულ კვირას გადავიღეთ. ბაბუა შვილშვილებს სკოლაში როგორც წესი ასე აცილებს.
რევაზ მიქელაძის რძალი ( ბავშვების ბებია)
ჩემი ოჯახიდან 8 ბავშვი დადის სკოლაში და რამდეჯერ გათხუპნულან ბავშვები ,ჩაგვიცმევია და ისე გაგვიშვია სკოლაში. ზოგჯერ ვერ გამიყვანია და შინ დამიტოვია.

მიქელაძეები ამბობენ, რომ ამ გზით რამდენიმე ოჯახი სარგებლობს. მაგრამ წლებია ასე გამოიყურება. სოფლის სხვა გზები დახრეშეს, ეს გზა კი არა.
გუგული მიქელაძე: ,,ზამთარში ვერ დავდივართ, წყალი გადმოდის და რთულია გავლა. მოხრეშვას ვითხოვთ რომ გავიაროთ.
შეუძლებელია ამ გზაზე გავლა. ძროხები დაჰყავთ რთული გასასვლელია, ვითხოივთ რომ ვიაროთ. “
გუგული მიქელაძე ამბობს, რომ მათი გასაჭირის შესახებ სოფლის რწმუნებულმა იცის, თუმცა, წლებია არაფერი იცვლება.

ჩვენ სოფლის რწმუნებულსაც დავუკავშირდით. ჯემალ ირემაძე ამბობს, რომ შიდა გზები მოწესრიგდება მას შემდეგ, რაც ცენტრალური გზა დასრულდება, რადგან გადასასვლელები, სანიაღვრეები უნდა მოეწყოს.
Tags: დაზიანებული გზა, წალკა