რამ გამოიწვია თევზის დახოცვა წალკის წყალსაცავში? – მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ კვირაზე მეტია მიზეზის დასადგენად თევზის სინჯები აიღო, ამ დრომდე პასუხი უცნობია. სეს-ში გვეუბნებიან, რომ როდესაც ლაბორატორიული კვლევა დასრულდება განცხადებას თავად გაავრცელებენ.
თევზის დახოცვის რამდენიმე სავარაუდო მიზეზზე საუბრობს წალკის ტბის თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ზვიად ჯიქია. მისი თქმით, ერთ-ერთი ვერსია უამინდობის გამო თევზების დაგვიანებული ქვირითობაა, რამაც მათი იმუნიტეტის დასუსტება და შემდგომი დახოცვა გამოიწვია.
ჯიქია ასევე ვარაუდობს, რომ მიზეზი თევზებში შესაძლო ინფექციური დაავადების გავრცელება იყოს.
მისი კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, თევზის მასობრივი დახოცვის მიზეზი შესაძლოა ძლიერი ნალექების შედეგად დატბორილი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებიდან წყალსატევში პესტიციდების და სხვა ქიმიური ნივთიერებების ჩაღვრა გამხდარიყო, რამაც შესაძლოა წყლის ეკოსისტემაზე უარყოფითი გავლენა იქონია.
თუმცა, ყევლა ზემოთ ჩამოთვლილი ვარაუდი, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვერსიად რჩება, რადგან ოფიციალური მიზეზი კვლავაც დაუდგენელია.
სანამ, პასუხისმგებელი უწყებები, კვირაზე მეტია თევზის დახოცვის მიზეზის დასადგენად ლაბორატორიულ კვლევებს ატარებენ, წყალსატევის პირას დახოცილი თევზი ლპება. ვინ უნდა დაასუფთავოს ტერიტორია? გარემოს დაცვის სამინისტროშიამბობენ, რომ აღნიშულის ვალდებულება წალკის მერიას აქვს, მერიაში კი თავის მხრივ ლაბორატორიული კვლევების დასრულებას ელოდებიან.
“დიდი რაოდენობით მკვდარი თევზის დატოვება წყალსაცავის სანაპირო ზოლსა და უშუალოდ წყალში კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან დიდი მასის ლპობა მკვეთრად აუარესებს წყლის ხარისხს: იწვევს ორგანული ნივთიერებების მოჭარბებას და ჟანგბადის მწვავე დეფიციტს,” – ამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზოოლოგიის ინსტიტუტის ჰიდრობიოლოგიოსა და იქთიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ბელა ჯაფოშვილი გვეუბნება.
მისივე თქმით, “ლპობისას გამოიყოფა ტოქსინები, რომლებიც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ცოცხალი ორგანიზმებისთვის”.
შეიძლება თუ არა ახლა ამ წყალსაცავში თევზაობა, წყლის გამოყენება საქონლის დასარწყულებლად ან ნათესების მოსარწყავად? ჩვენ პროფესორს ეს შეკითხვებიც დავუსვით.

“დაუშვებელია როგორც მკვდარი თევზის შეგროვება, ისე წყალსაცავში ამ პერიოდში ცოცხალი თევზის დაჭერა და საკვებად გამოყენება. თუ კვდომა გამოწვეულია ტოქსინებით ან ბაქტერიული ინფექციით, ის ორგანიზმში გროვდება და თევზის შეწვა ან მოხარშვაც კი ვერ ანეიტრალებს ზოგიერთ მყარ ტოქსინს. ამან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე მოწამვლა. კატეგორიულად არ შეძილება მკვდარი თევზის გამოყენება სხვა ცხოველების საკვებად.
წყლის გამოყენება საქონლის დასარწყულებლად სარისკოა. შესაძლოა გამოიწვიოს პირუტყვის მოწამვლა: წყლის გამოყენება საქონლის დასარწყულებლად (განსაკუთრებითსანაპიროზოლთან, სადაცთევზილპება) არარის რეკომენდებული. ლპობისას გამოყოფილი ამიაკი, გოგირდწყალბადი და პათოგენური მიკროფლორა პირუტყვისთვის საშიშია და შეიძლება გამოიწვიოს მასობრივი მოწამვლა ან დაავადება.
მაშინაც კი, თუ პირუტყვი გადაიტანს მსუბუქ ინტოქსიკაციას, ტოქსინებმა შესაძლოა შეაღწიოს რძესა და ხორცში, რაც შემდგომში ადამიანის ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს.” – ამბობს პრიფესორი.
რატომ არ მიმართავენ და შესაძლო რისკების შესახებ არ აფრთხილებენ საზოგადოებას სახელმწიფო უწყებები? როდის გახდება თევზის მასობრივი დახოცვის მიზეზის ლაბორატორიული ანალიზების პასუხები? – ამ კითხვებზე პასუხის მიღებას ჩვენ ერთი კვირის განმვალობაში განუწყვეტლად ვცდილობთ სურსათის ეროვნული სააგენტოსაგან, გარემოს დაცვის სამინიტროსაგან, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიისგან და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან.
სანამ სახელმწიფო უწყებები დუმან, მოქალაეები კითხვებზე პასუხს ითხოვენ და შიშობენ, რომ სანაპიროზე გამორიყული თევზის გამო შესაძლოა რაიმე სახის დაავადება გავრცელდს.