13 ნოემბერს, რესტორან „დარანში“, მომღერალი და-ძმა მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებით წარდგება და მუსიკალურ მასტერკლასს გამართავს.
ASEA SOOL – მუსიკალური დუეტია, რომელიც ტრადიციას, თანამედროვე ჟღერადობასა და იმპროვიზაციას აერთიანებს.
📍 13 ნოემბერი | ახალციხე | „დარანი“
გელოდებით „ურბანულ ხმებზე“!
🎶 „ურბანული ხმები“ სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდისა და ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის საერთო პროექტია, რომელიც 13 და 14 ნოემბერს ახალციხეში გაიმართება.
📍 13 ნოემბერი — Asea Sool ლაივ კონცერტი და მუსიკალური მასტერკლასი
📍 14 ნოემბერი — String Wave ლაივ შესრულება
“ურბანული ხმები” ხორციელდება საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “შემოქმედებითი კომპასი საქართველოს” პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში კულტურული ღონისძიებების პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას.
