2027 წლის შესახვედრად ახალციხის ქუჩების საახალწლო დეკორაციებით მოსართავად 125 000 ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტი მანათობელი ლოლოების, ნეონის ფიფქების, ვარსკვლავებისა და სხვა საახალწლო აქსესუარების შეძენას გეგმავს.
წინადადებების მიღება 11-13 ნოემბერს იწარმოებს.
აქვე გეტყვით, რომ ახალციხის მერიამ გასულ წელს, წინასაახალწლოდ განათებებისთვის და აქსესუარებისთვის 100 000-მდე ლარი დახარჯა.
2025 წელს – 35 000 ლარი.
2024 წლის შესახვედრად, მერიამ ორი შესყიდვა განახორციელა, 40 700 და 3 700 ლარზე.
ხოლო, 2023 წლის შესახვედრად ახალციხის მერიას გარე განათებები და სხვა აქსესუარები 200 000-ზე მეტი ლარი დაუჯდა.
დახარჯული 300 000-მდე ლარის ფონზე, ახალციხის მერია საახალწლოდ დეკორაციებს წელსაც შეიძენს – ტენდერი