“მასზე გამვლელს უნდა ჰქონდეს
მარჯვე თვალი, მტკიცე გული;”
ქალაქ ვალეში, გამსახურდიას ქუჩაზე, დაზიანებული საავტომობილო გზა გადაადგილებას ართულებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზის მოხრეშვა პრობლემას ვერ აგვარებს და მონაკვეთის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობას ითხოვენ
ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
ეს ახალციხის ქალაქი ვალეა, გამსახურდიას ქუჩა. ქუჩაზე საავტომობილო გზა დაზიანებულია და ორმოულების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, აქ გადასვლა რთულ ამოცანასთანაა დაკავშირებული, მითუმეტეს წვიმის დროს.
როგორც ამ ქუჩაზე მცხოვრებლები გვეუბნებიან, მთელი ქუჩა ბოლოს 2025 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში მოხრეშეს. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე მონაკვეთი მოაწესრიგეს, მაგრამ ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მოხრეშვა საკმარისი არაა და საჭიროა გზაზე ასფალტ/ბეტონის დაგება.
ვალეში მცხოვრებლები დაზიანებული და მოუწესრიგებელი შიდა და ცენტრალური გზების პრობლემის შესახებ წლებია საუბრობენ. თუმცა ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
რა გეგმა აქვს ახალციხის მერიას, აპირებს თუ არა და როდის საავტომობილო გზების მოწესრიგებას? – კითხვებით მუნიციპალურ ორგანოს დავუკავშირდით, მათი ცნობით, ვალეში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია დაგეგმილია, მათ შორის არ არის გამსახურდიას ქუჩა. თუმცა, გვეუბნებიან, რომ როგორც აღნიშული ისე – სხვა ქუჩების რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2 მილიონზე მეტი ლარის გამოყოფა იგეგმება.