შენობაში იმყოფება 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.
შეიარაღებული პირი ცოტა ხნის წინ წერეთლის გამზირზე ერთერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.მომხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა შსს-მ.
უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.
![](https://toktv.ge/wp-content/uploads/2020/11/126126047_818572072047946_3171227529605892954_n.jpg)