Წალკა:  მიუსაფარი ცხოველების რიცხვმა იმატა, რა გეგმები აქვს მუნიციპალიტეტს

March 1, 2024

,, Ძაღლიც ცოცხალი არსებაა და იმასაც უნდა სიცოცხლე“.; ,,დედაჩემსაც უკბინა დღეს ცენტრში ძაღლმა, “; ,,ერთს უკბინეს კრედო ბანკთან“;,, ორი დღის უკან სახალხო აფთიაქთანაც უკბინა ერთ ბიჭს..; ,,  ცენტრში 70 წლის ქალს უკბინა და ვინ უნდა აგოს პასუხი“ ?-

ამ შინაარსის პოსტებს, სოციალურ ქსელში, წალკის ჯგუფის წევრები აქვეყნებენ, ადგილობრივები  TOK TV საც  მიმართავენ. დარდობენ მოუსაფარ ცხოველებზე და თან ერთმანეთს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. 

Tok.tv უყვებიან,  რომ ბოლო დროს მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. მათ დასაცავად, სტერილიზაცია -კასტრაციაზე კი  ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს.

აქვს თუ არა წალკის მუნიციპალიტეტს პროგრამა, რომელიც ცხოველთა დაცვას, სტერილიზაციასა და კასტრაციას ითვალისწინებს?

ამ კითხვით Tok.tv -იმ, წალკის მერიას  მიმართა : მუნიცალიტეტში გვითრეს, რომ მათ მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი  არც პროგრამა და არც თავშესაფარი  არ აქვთ.  

წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფეოხარ პარასკევოვის თქმით, ქვემო ქართლში დაგეგმილ მიუსაფარ ცხოველებისთვის თავშესაფრის  მშენებლობაში წალკის მუნიციპალიტეტიც მიიღებს მონაწილეობას. Ამ დაპირების შესახებ ადგილობრივებს  წლებია რაც ესმით.  Ფეოხარ პასარკევოვი ასევე ამბობს, რომ  როგორც კი პარლამენტი მიიღებს კანონს, შინაურ ცხოველებზე, მასაც გაითვალისწინებენ. 

Როდის აშენდება ქვემო ქართლის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრი, ვინ დააფინანსებს მშენებლობას და რა თანხაა გამოყოფილი?

ამ კითხვებით, ჩვენი რედაქცია ქვემო ქართლის ადმინისტრაციას მივმართეთ, მაგრამ წერილობითი მიმართვა გვთხოვეს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება. 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ფუნქციებში შედის.

წალკის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში tok,tv. უთხრეს, რომ   ბოლო პერიოდში  4-5 ჯერ  იმატა  ძაღლების დაკბენის შედეგად  დაშავებული პაციენტების  მიმართვიანობამ. ჭრილობის დამუშავების შემდეგ  პაციენტებს ანტირაბიული ვაქცინაციაც უტარდება.

მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე  და პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრობს  tok.tv -ისთან საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი თემურ ლაჭყეპიანი და ამბობს რომ ადგილობირვი მუნიციპალიტეტის პირდაპირი მოვალეობაა მიუსაფარ ცხოველთა საკითხების გადაწყვეტა, რასაც მათ ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმართველობის შესახებაც ავალდებულებს.

Tags: , , ,