2023 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამართალდარღვევის 43 ფაქტი გამოვლინდა

March 1, 2024

გასულ წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო მშენებლობის და სანებართვო პირობების დარღვევის 43 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ჭაღიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამშენებლო სამართალდარღვევებიდან 12 ფაქტი სანებართვო პირობების დარღვევაა, ხოლო 31 – უნებართვო მშენებლობა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2023 წელს, სამშენებლო სამართალდარღვევებზე დაწერილმა ჯარიმებმა 68 000 ლარი შეადგინა.

ალექსანდრე ჭაღიაშვილის ცნობით, გასულ წელს, 160 სანებართვო პირობა გაიცა.