ახალციხეში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, 1 700 000-ზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება

March 1, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მიმდინარე წელს ჯამში 1 700 000-ზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება, – საკითხს კენჭი საკრებულოს სხდომაზე უყარეს და მხარიც დაუჭირეს.

არსებული ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 612 000 ლარი გამოიყო. საკრებულოზე წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა 150-200 %-მდე გაზარდეს.

“ვერ მივდივართ სახლამდე” – დაზიანებული შიდა გზები სოფელ სვირში

მერი, ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლებს ძირითადად შიდა საუბნო გზების, გარე განათების და სკვერების მოწყობა სურდათ.

რა სურთ ვალელებს – #სოფლისმხარდაჭერისპროგრამა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარე წელს, 1-დან 20 თებერვლამდე იმართებოდა.